ევროპული საქართველოს დეპუტატებმა უარი განაცხადეს მოესმინათ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას პასუხები მათი კითხვების ნაწილსა და შეფასებებზე და სხდომა დაასრულეს.

ინიციატივა დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ გამოთქვა და ფრაქციის წევრების სახელით სხდომის თავმჯდომარეს, სერგი კაპანაძეს მიმართა. კაპანაძემ განაცხადა, რომ "ყველაფერი ნათელია" გახარიას დამოკიდებულებებიდან გამომდინარე და სხდომა დახურა.

მანამდე დილით გახარია ნაციონალური მოძრაობის ფრაქციას შეხვდა. დეპუტატებმა შეხვედრა "გახარიას უხარიას" კლიპის ჩვენებით გახსნეს კითხვების დასმის შემდეგ კი პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვეს. პასუხად გახარიამ განაცხადა: ახლა რაც ხდება არის ჩვეულებრივი სახე, როგორ იმარჯვებს სიმართლე სიცრუეზე.