დამენიას და იაშვილის ადვოკატის თქმით, წარდგენილი ბრალდებები აბსურდია
რუსთავი 2-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახაბერ დამენიასა და სარეკლამო კომპანია ინტერმედია პლიუსის დირექტორის, ზურაბ იაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ წარდგენილი ბრალდებები აბსურდულია. მისი თქმით, დამენიას ედავებიან თანხის გაფლანგვას და ბრალშივე წერია, რომ გაიფლანგა "მიუღებელი თანხა".
"თუ თანხა კომპანიას არ ჰქონდა, ის არ ჩაითვლება მართლზომიერ მფლობელობაში არსებულად ანუ ვერც გაიფლანგებოდა. დამენიასთვის წარდგენილი ბრალდება იურიდიულად არის ნონსენსი", — აცხადებს ის.
მისი თქმით, დამენია სამედიცინო მიზნებით თურქეთში არის წასული და 15 სექტემბრამდე დაბრუნდება ქვეყანაში.
გარდა ამისა, ბასილაია ამბობს, რომ იაშვილის ბრალდება ეხება კომერციულ მოსყიდვას და დაუსაბუთებელია თუ ვინ მოისყიდა. მისი თქმით, ბრალის დადგენილებაში ერთი ჩვენებაც არ არის, ერთი მოწმეც კი არ ახსენებს იაშვილი მოისყიდა ვინმემ თუ იაშვილმა მოისყიდა.
"ყალბი დოკუმენტის ბრალიც აბსურდია, ტრანზაქცია არის ბანკით განხორციელებული, ბანკშია თანხა შესული და ვის წარმოუდგენია რომ ბანკის სალაროს შემოსავლოს ორდერი გაყალბებულიყოს", — განაცხადა მან.
პროკურატურამ დამენიას ბრალი რუსთავი 2-ის ქონების ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვის მოტივით წაუყენა, ზურაბ იაშვილს კი კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებით კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების მოტივით. ამავე საქმეზე კიდევ ერთი ბრალი წაუყენეს რუსთავი 2-ის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას.
პროკურატურის ვერსია
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მაშინდელი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სარეკლამო კომპანია ინტერმედია პლუსისგან თანხას "ბაზარზე დამკვიდრებული პრაქტიკით" იმ დრომდე ითხოვდა, სანამ არხის დასაბრუნებლად დავას ქიბარ ხალვაში დაიწყებდა და წილები დაყადაღდებოდა. პროკურატურის ვერსიით, ამ დროიდან გვარამიამ სარეკლამო კომპანიისგან არსებობისათვის საჭირო მინიმალური ოდენობის თანხის მოთხოვნა დაიწყო.
"საერთო ჯამში, ნიკა გვარამიამ და კახაბერ დამენიამ, 2014 წელს ანალოგიურ მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიღებულ თანხებთან შედარებით (სულ 43 230 509 ლარი), შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ზე კომერციული რეკლამის განთავსების უფლების დათმობის სანაცვლოდ, 2015 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მოითხოვეს მხოლოდ 36 467 000 ლარის ანაზღაურება, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგეს შპს ინტერ მედია პლიუსისგან 6 763 509 ლარის მოთხოვნის უფლება", — აცხადებენ პროკურატურაში.
მათივე ინფორმაციით, ამის სანაცვლოდ ნიკა გვარამიამ ინტერმედია პლიუსის დირექტორის დახმარებით მიიღო თბილისში მდებარე ორი ბინა. პროკურატურის ვერსიით, გვარამიამ თავად შეარჩია ორივე ბინა, თუმცა ის ჯერ ინტერმედია პლიუსის საკუთრება გახდა, მოგვიანებით კი სესხის ფიქტიური ხელშეკრულებით მასე გადაფორმდა.
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
კომენტარები