გამოვდივარ პრინციპული ინიციატივით დავხვეწოთ შეწყალების უფლება — ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი პოლიციელის მკვლელის შეწყალებაზე საზოგადოების კრიტიკას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აქვს ინიციატივა "დაიხვეწოს შეწყალების გამოყენების უფლება". ზურაბიშვილი ამბობს, რომ შეწყალება საზოგადოებას და პრეზიდენტის ინსტიტუტს უნდა აერთიანებდეს, ახლა კი პირიქით მოხდა.
"იმისთვის, რომ სამომავლოდ ასეთი სამწუხარო აცდენა აღარ განმეორდეს, გამოვდივარ პრინციპული ინიციატივით, რათა დავაჩქაროთ ჩემს ადმინისტრაციაში დაწყებული პროცესი და საკანონმდებლო ორგანოსთან და შესაბამის უწყებებთან ერთად დავხვეწოთ შეწყალების გამოყენების უფლება, რათა იგი შენარჩუნდეს როგორც ჰუმანური გამონაკლისი და შემცირდეს ის რისკები, რომლებიც ამ პროცესს ყოველთვის თან ახლდა", — განაცხადა მან.
გარდა ამისა, პრეზიდენტი გამოეხმაურა იმ ფაქტსაც, რომ საზოგადოებამ ეს შეწყალება პოლიციის შეურაცხყოფად მიიჩნია. მან პირობა დადო რომ არ დაუშვებს, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს პოლიციის ინსტიტუტისადმი სახელმწიფო მეთაურის დამოკიდებულება.
"ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია ამ საკითხზე ჩემი კატეგორიული და ურყევი პოზიციის გამოხატვა, რაც არაერთხელ გამიკეთებია ყველაზე საჭირო მომენტებში. არაერთხელ განვაცხადე, რომ პოლიცია სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენია, რომ სტაბილურობა და უსაფრთხოება, ჩვენი პოლიციელების ერთგულებაზე და თავდადებაზე არის დაფუძნებული", — განაცხადა მან.
პრეზიდენტს უარს ამბობს ისაუბროს შეწყალების მიზეზებსა და სხვა დეტალებზე. მას არ უსაუბრია არც მოკლულის ოჯახის წევრებზე, რომლებმაც განაცხადეს, რომ ამ შეწყალებით ზურაბიშვილმა მათი შვილი მეორედ მოკლა.
პოლიციელის მკვლელის შეწყალება არამხოლოდ საზოგადოებამ და ოპოზიციამ, არამედ მმართველმა გუნდმაც გააკრიტიკა. თავდაპირველად პრეზიდენტმა ამის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა: "რატომ შევიწყალე, ამას ნამდვილად არ გეტყვით".
გაიგეთ მეტი მმართველი გუნდის პოზიციაზე:
- პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება მიუღებელია — გომელაური
- ვისურვებდი, პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფისთვის დაკავებული არ შეიწყალონ — წულუკიანი
- მიუღებელია — მდინარაძე პრეზიდენტის მიერ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებაზე
- კარგი იქნება, თუ პრეზიდენტი კითხვებს უპასუხებს — კილაძე პოლიციელის მკვლელის შეწყალებაზე
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები