გვარამიას საქმეზე ინტერმედია პლიუსის დირექტორს აღკვეთის ღონისძიებად 50 ათასი ლარი შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ინტერმედია პლიუსის დირექტორს, ზურაბ იაშვილს აღკვეთის ღონისძიებად 50 ათასლარიანი გირაო და საქართველოს საზღვრის კვეთაზე შეზღუდვები დაუწესა. მას მხოლოდ პროკურატურის ნებართვით შეუძლია ქვეყნის დატოვება. აღკვეთის ღონისძიებაზე მოსამართლემ დღეს, 7 სექტემბერს, ბრალის წაყენების მეორე დღეს იმსჯელა.
პროკურატურამ ზურაბ იაშვილს ბრალი კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებით კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების მუხლით წაუყენა. ამავე საქმეზე კიდევ ერთი ბრალი წაუყენეს რუსთავი 2-ის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას, ამავე არხის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახაბერ დამენიას კი პროკურატურა ტელევიზიის ქონების ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვას ედავება.
გვარამია ამ საქმეებს მის მიერ ახალი ტელევიზიის, მთავარი არხის გახსნას უკავშირებს.
პროკურატურის ვერსია
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მაშინდელი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სარეკლამო კომპანია ინტერმედია პლუსისგან თანხას "ბაზარზე დამკვიდრებული პრაქტიკით" იმ დრომდე ითხოვდა, სანამ არხის დასაბრუნებლად დავას ქიბარ ხალვაში დაიწყებდა და წილები დაყადაღდებოდა. პროკურატურის ვერსიით, ამ დროიდან გვარამიამ სარეკლამო კომპანიისგან არსებობისათვის საჭირო მინიმალური ოდენობის თანხის მოთხოვნა დაიწყო.
"საერთო ჯამში, ნიკა გვარამიამ და კახაბერ დამენიამ, 2014 წელს ანალოგიურ მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიღებულ თანხებთან შედარებით (სულ 43 230 509 ლარი), შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ზე კომერციული რეკლამის განთავსების უფლების დათმობის სანაცვლოდ, 2015 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მოითხოვეს მხოლოდ 36 467 000 ლარის ანაზღაურება, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგეს შპს ინტერ მედია პლიუსისგან 6 763 509 ლარის მოთხოვნის უფლება", — აცხადებენ პროკურატურაში.
მათივე ინფორმაციით, ამის სანაცვლოდ ნიკა გვარამიამ ინტერმედია პლიუსის დირექტორის დახმარებით მიიღო თბილისში მდებარე ორი ბინა. პროკურატურის ვერსიით, გვარამიამ თავად შეარჩია ორივე ბინა, თუმცა ის ჯერ ინტერმედია პლიუსის საკუთრება გახდა, მოგვიანებით კი სესხის ფიქტიური ხელშეკრულებით მასე გადაფორმდა.
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
კომენტარები