პარლამენტის დეპუტატმა ემზარ კვიციანმა პოლიციელსა და აქტივისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. TV პირველის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს კვიციანის მიერ მოქნეული ხელი როგორ ხვდება პოლიციელს და როგორ ურტყამს ის ფეხს აქტივისტს.

მასალაში ჩანს კვიციანი როგორ ცდილობს ხელი დაარტყას ოპერატორს, თუმცა ხვდება თუ ხელი ჟურნალისტს, ამის იდენტიფიცრება არ ხდება.

ემზარ კვიციანი პარლამენტის შენობიდან მას შემდეგ გავიდა, რაც #სირცხვილია-ს ორგანიზატორებმა შენობასთან უმრავლესობის დეპუტატების განსასახიერებლად ცხვრები მიიყვანეს. მას აქტივისტები რუსეთის მონასა და მოღალატეს ეძახდნენ.

ადევნეთ თვალი On.ge-ს ვიდეოს, რომელიც ცხვრების მიყვანიდან ამ დრომდე არსებულ მდგომარეობას ასახავს.