შეინარჩუნეთ საქართველოს მიმართ ინტერესი — 17 NGO-ს მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობას
17 არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს და დემოკრატიის ხარისხთან, მედიისა და პოლიტიკურ თავისუფლებებთან, კორუფციასთან და "სახელმწიფოს მიტაცებასთან" დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს. ისინი ქვეყანაში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებას მოკლედ მიმოიხილავენ.
მათივე თქმით, ძალაუფლება ერთი პოლიტიკური პარტიის ხელშია, რის გამოც ძალაუფლების დანაწილების ბალანსია დარღვეულია. ორგანიზაციების საერთო განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში არსებულ მდგომარეობას ამძიმებს ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა.
"ივანიშვილი ერევა და გავლენას ახდენს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. მისდამი ერთგული ადამიანები მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი ინსტიტუციების ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებენ, რითიც იქმნება მათზე გავლენის ბერკეტი... სწორედ ბიძინა ივანიშვილის სურვილისა და გადაწყვეტილების მიხედვით იცვლებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრები, ყოველგვარი პოლიტიკური პროცესის გვერდის ავლით", — ვკითხულობთ განცხადებაში.
გარდა ამისა, სამოქალაქო სექტორი სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემაზეც ამახვილებენ ყურადღებას. მათი განცხადებით, 2015 წლიდან სასამართლო სისტემაში ე.წ. კლანის ძლიერდება.
ამასთანავე, ორგანიზაციები საუბრობენ საარჩევნო არსებულ პოლიტიკური კონკურენციის არათანაბარ გარემოზე. მათივე თქმით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, თუმცა ცვლილებები ჯერ არ განხოცრიელებულა:
"მმართველი პარტია საარჩევნო სისტემის რეფორმის ფარგლებში გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებსაც გეგმავს, რომელთა ამოქმედების შემთხვევაში, შეიძლება მნიშვნელოვნად დაზიანდეს გამოხატვისა და მედიის თავისუფლების არსებული სტანდარტები".
არასამთავრობოები ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მედიის დამოუკიდებლობას ასახელებენ. მათი თმით, რუსთავი 2-ის მფლობელის ცვლილებით მედიაპლურალიზმს საფრთხე ემუქრება:
"სამართალდამცავების მიერ რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორისთვის (ნიკა გვარამია) და დამოუკიდებელი ტელეკომპანია TV პირველის მფლობელის (ვახტანგ წერეთელი) ოჯახის წევრისთვის ბრალის წაყენება იმაზე მიანიშნებს, რომ მთავრობა შესაძლოა ზეწოლის მოხდენას ცდილობს ხელისუფლებისადმი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიის წარმომადგენლებსა და ორგანიზაციებზე".
სამოქალაქო სექტორის საქართველოში გავრცელებულ რუსულ პროპაგანდასა და ანტიდასავლურ რიტორიკაზე საუბრობს. მათი თქმით, არსებობს ეჭვი, რომ მმართველი პარტია თავადაა პასუხისმგებელი სოციალურ მედიაში მადისკრედიტირებელი კამპანიების ზრდაზე:
"მთავრობა არათუ ცდილობს რუსულ პროპაგანდასთან გამკლავებას, არამედ პირიქით, ბევრი შემთხვევა ადასტურებს, რომ პრორუსული, ულტრანაციონალისტური და აგრესიული ჯგუფები კანონზე მაღლა დგანან და მათ არავინ სთხოვს პასუხს აგრესიული ქმედებებისა და აგრესიისკენ მოწოდებებისთვის".
განცხადების ბოლოს ორგანიზაციები სთხოვენ საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა შეინარჩუნო საქართველოს მიმართ ინტერესი და ჩართულობა, რათა ხელისუფლებას დემოკრატიული ცვლილებები აიძულონ.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო;
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
- ღია საზოგადოების ფონდი;
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი;
- საქართველოს ატლანტიკური საბჭო;
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
- მედიის განვითარების ფონდი;
- საზოგადოება და ბანკები;
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია;
- კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი;
- მწვანე ალტერნატივა;
- მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის;
- საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი;
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;
- საფარი;
- მმართველობის მონიტორინგის ცენტრი;
- საქართველოს პენცენტრი.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები