დეპუტატი შოთა შალელაშვილი საქართველოს პარლამენტს ტოვებს და ბიზნეს საქმიანობას უბრუნდება. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მან განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე მიმართა.

დეპუტატის მანდატის დატოვების მიზეზების გასარკვევად On.ge შოთა შალელაშვილთან ამ დრომდე ცდილობს დაკავშირებას.

ის პარლამენტში ქართული ოცნების პროპორციული სიით არის არჩეული და მანდატის დატოვების შემდეგ მას ქართული ოცნებიდან სიით მომდევნო კანდიდატი ჩაანაცვლებს.