10 შთამბეჭდავი ადგილი, რომელიც თქვენს სამოგზაურო სიაში უნდა იყოს
მართალია, შვებულებებისა და საუკეთესო დასვენების პერიოდმა, ზაფხულმა უკვე ჩაიარა, თუმცა, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა და ახალი შთაბეჭდილებების მიღება ადამიანებისთვის შემოდგომაზეც საკმაოდ აქტუალურია.
ჩვენ კი გადავწყვიტეთ, რომ კოლოსალურად დიდი არჩევანის პირობებში, ჩვენს მკითხველს გადაწყვეტილების მიღებაში დავეხმაროთ. სწორედ ამიტომ, ჩამოგითვლით 10 საუკეთესო და გამორჩეულად მიმზიდველ დანიშნულების ადგილს, რომელიც თქვენს სამოგზაურო სიაში აუცილებლად უნდა იყოს.
აი, ისინიც:
1. ნაირობი, კენია
ისევე, როგორც აფრიკის კონტინენტზე არსებული ყველა სახელმწიფო, კენიაც გამორჩეულია თავისი ველური ბუნებით. ტურისტებისთვის კი ამავე ქვეყნის ეკონომიკურად მზარდი დედაქალაქი, ნაირობი განსაკუთრებულად მიმზიდველია, რადგან ეს სწორედ ის ქალაქია, რომელიც საუკეთესო დასვენებისთვის აუცილებელ ინფრასტრუქტურასა და გასაოცარ ველურ ბუნებას ერთად გთავაზობთ.
2. ჯუნო, აშშ
უგემრიელესი ხილისა და ზღვის პროდუქტების მოყვარული ადამიანები აუცილებლად უნდა ეწვიოთ აშშ-ს, უფრო კონკრეტულად კი ქალაქ ჯუნოს, სადაც ყველაზე კარგად ესმით, თუ რას ნიშნავს გემრიელი საკვების ჭამით ტკბობა.
მართალია, იქ უამრავი რესტორანი დაგხვდებათ და არჩევანის გაკეთებაც გაგიჭირდებათ, თუმცა, ამაზე დიდად ნუ იდარდებთ, რადგან შანსი იმისა, რომ შეფმზარეულის მიერ მორთმეული, რომელიმე საფირმო კერძით უკმაყოფილო დარჩებით, ძალიან მცირეა.
3. ჰონგ-კონგი
ჰონგ-კონგი მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქალაქ-სახელმწიფოა, რომელიც მიუხედავად თავისი პატარა ზომისა, იქ ჩასულ მოგზაურებს საოცარ თავგადასავალს ჰპირდება. ლამაზი, სუფთა, მუზეუმებითა და სარეკრეაციო პარკებით სავსე ქალაქი, სწორედ ის ადგილია, სადაც 2019 წლის შვებულება უნდა გაატაროთ.
4. ლიტჩფილდის ნაციონალური პარკი, ავსტრალია
ზღვა შთაბეჭდილებებსა და ადრენალინს მოწყურებული ადამიანები წელს აუცილებლად უნდა ეწვიონ ავსტრალიას. უფრო კონკრეტულად კი ლიტჩფილდის ნაციონალური პარკს, სადაც თვალწარმტაცი ბუნება, უხვ-წყლიანი ჩანჩქერები და ერთმანეთში გადახლართული კლდეები დაგხვდებათ.
5. პატაგონია, ჩილე
ჩილეში მდებარე გეოგრაფიული რეგიონი პატაგონია ბუნებრივად მოიცავს ერთ-ერთ ყველაზე გრძელ ტურისტულ მარშრუტს, რომელიც 17 ნაციონალურ პარკს აერთიანებს. ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვით, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი დანიშნულების ადგილია ტურისტებისთვის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან და იქაური ველური ბუნების დათვალიერების, შესწავლისა და შეყვარების მიზნით, უდიდეს მანძილს ფარავენ.
6. იუკონი, კანადა
ეს სწორედ ის ადგილია, სადაც მოხვედრისთანავე იფიქრებთ, რომ თქვენს ყველაზე სასიამოვნო და არარეალურ სიზმარში მოხვდით, რომელიც რამდენიმე დღით რეალობად იქცა. დიახ, იუკონი კანადის ტერიტორიაზე მდებარეობს და აქ ჩასულ მოგზაურებს საშუალება ეძლევათ ბუნების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მოვლენა, ჩრდილოეთის ციალი საკუთარი თვალით ნახონ.
7. სან-ხუანი, პუერტო-რიკო
სან-ხუანი პუერტო-რიკოს დედაქალაქია, რომელიც გაგაოცებთ თავისი მრავალფეროვანი არქიტექტურით, თვალწარმტაცი ბუნებითა და გამორჩეულად გემრიელი საკვებით, რომელშიც ნამდვილად არ დაგენანებათ ფულის გადახდა.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ქალაქს ქარიშხალმა მარიამ გადაუარა და უდიდესი ზარალიც მიაყენა. მას შემდეგ სან-ხუანი განახლდა და დღეს ის თამამად შეგვიძლია დავასახელოთ 10 საუკეთესო დანიშნულების ადგილს შორის, რომელსაც 2019 წელს უნდა ეწვიოთ.
8. პანამა
მათ ვისაც დასვენება და ამავდროულად მნიშვნელოვანი მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა სურს, პანამას უნდა ეწვიოს, რადგან ქალაქი წელს საიუბილეო, დაარსებიდან მეხუთასე წელს აღნიშნავს და ალბათ უკვე მიხვდით, რომ შესაძლებლობა გეძლევათ სხვადასხვა გასართობი ღონისძიებების — ფესტივალებისა და კონცერტების ნაწილი გახდეთ და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებიც მიიღოთ.
9. მატერა, იტალია
მატერა იტალიის ერთ-ერთი უძველესი, დაარსებიდან დღემდე მუდამ დასახლებული და სიცოცხლით სავსე ქალაქია. აღსანიშნავია, რომ ეს ქალაქი 2019 წლის ერთ-ერთ კულტურულ დედაქალაქად დასახელდა. ანტიკური არქიტექტურა, თანამედროვე შენობები, თუ სხვა გასართობი დაწესებულებები აქ ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. აქვე შეგიძლიათ დაათვალიეროთ მეთორმეტე საუკუნით დათარიღებული ეკლესია და ჭამოთ ადგილობრივი, გამორჩეულად მადისაღმძვრელი კერძები.
10. იოკოჰამა, იაპონია
იაპონია რომ თითქმის ყველა მოგზაურის საოცნებო დანიშნულების ადგილია, ამაზე მარტივად შეგვიძლია შევთანხმდეთ. თუმცა, ეს საოცარი ქვეყანა დროს არ კარგავს და 2019 წელს დამატებით მიზეზს გვაძლევს, რომ ვეწვიოთ. რომ არაფერი ვთქვათ, ამომავალი მზის ქვეყნის კულტურაზე, არქიტექტურაზე, ტექნოლოგიურ განვითარებასა და საკვებზე, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ 2019 წლის სექტემბერში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი სწორედ იქ, იაპონიაში ჩატარდება.
გაინტერესებს, სად უნდა იპოვო ყველზე იაფი ავიაბილეთები? Aviabiletebi.org სწორედ ამისთვის შექმნილი პლატფორმაა. მისი აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ისე iOS სისტემისთვის საშუალებას გაძლევთ, ბილეთების გარდა, ერთ სივრცეში მოძებნოთ სასტუმროებიც, ჰოსტელებიც და Airbnb-ის ბინებიც.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები