რა მითები არსებობს თვითმკვლელობის შესახებ
თვითმკვლელობის შესახებ საზოგადოებაში ბევრი მცდარი შეხედულება არსებობს. მათი ცოდნა ჩვენ დაგვეხმარება დროული მოქმედებების სწორად დაგეგმვასა და თვითმკვლელობების პრევენციაში
10 სექტემბერი სუიციდის პრევენციის საერთაშორისო დღეა. 2014-2017 წლების შუალედში საქართველოში სიცოცხლე თვითმკვლელობით 1612 ადამიანმა დაასრულა. თვითმკვლელობის შემთხვევები ყველაზე ხშირი 25-44 წლის ადამიანებში იყო. 2019 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში 207 თვითმკვლელობა და 219 სუიციდის მცდელობა დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანას სუიციდის პრევენციის სამოქმედო გეგმა, რომელიც 2016 წელს უნდა შეემუშავებინა, 2 წლის შემდეგ, 2018 წელსაც არ ჰქონდა შემუშავებული.
თვითმკვლელობის შესახებ საზოგადოებაში ბევრი მცდარი შეხედულება არსებობს. მათი ცოდნა ჩვენ დაგვეხმარება დროული მოქმედებების სწორად დაგეგმვასა და თვითმკვლელობების პრევენციაში.
როდესაც ვინმე თვითმკვლელობისკენ არის მიდრეკილი, ეს მას სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვება
სუიციდის მომატებული რისკი ხშირად ეპიზოდური და სიტუაციურია. თვითმკვლელობაზე ფიქრები შეიძლება წლების განმავლობაში არ აღინიშნებოდეს და შემდეგ დაბრუნდეს, ან საერთოდაც, სრულებით გაქრეს. ადამიანმა, რომელმაც თავის მოკვლა სცადა, შესაძლოა ჩვეული ცხოვრება მშვიდად განაგრძოს.
სუიციდზე საუბარი ცუდია და ეს შეიძლება წახალისებად ჩაითვალოს
საზოგადოდ გავრცელებული სტიგმის გამო თვითმკვლელობაზე აქტიური ფიქრის ფაზაში მყოფმა ადამიანებმა ხშირად არ იციან ვის ესაუბრონ ამის შესახებ. ამ საკითხზე ღიად საუბარი სუიციდის წახალისებას არ იწვევს. პირიქით, ეს ადამიანს საშუალებას აძლევს საკუთარი მდგომარეობა სხვადასხვა კუთხიდან შეაფასოს და საკუთარი გადაწყვეტილება გადააფასოს.
თვითმკვლელები მხოლოდ ფსიქიკურად დაავადებული ადამიანები არიან
სუიციდურ ქცევებს ღრმა უბედურების განცდა განაპირობებს და არა აუცილებლად რაიმე სახის ფსიქიკური დარღვევა. ფსიქიატრიული რეგისტრის დაავადების მქონე ბევრ პაციენტს სუიციდური ქცევები საერთოდ არ აღენიშნება. ზოგიერთი ადამიანი, ვინც სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს, მანამდე ფსიქიკურად ჯანმრთელი იყო.
თვითმკვლელობების უმეტესობა სწრაფად, ყოველგვარი წინასწარი ნიშნების გარეშე ხდება
თვითმკვლელობის უმრავლესობას წინ საყურადღებო, გამაფრთხილებელი, სიტყვიერი ან ქცევითი ნიშნები უსწრებს. რა თქმა უნდა, ზოგიერთი სუიციდი ყოველგვარი გამაფრთხილებელი ნიშნების გარეშე ხდება. ძალზე მნიშვნელოვანია ამ ნიშნების დროულად ამოცნობა და დახმარების გაწევა.
ადამიანები, რომლებიც სუიციდზე საუბრობენ, ამის გაკეთებას სერიოზულად არ განიხილავენ
თვითმკვლელობაზე მოსაუბრე ადამიანები ზოგჯერ ამგვარად შველას და მხარდაჭერას ეძებენ. ხშირად ადამიანები, რომლებიც ამ ნაბიჯის გადადგმას გეგმავენ უიმედოდ შფოთავენ და მიაჩნიათ, რომ სხვა გზა აღარ დარჩენიათ.
ვინც თვითმკვლელობისკენ არის მიდრეკილი, მას ამგვარად სიკვდილი უწერია
პირიქით, სუიციდური ფიქრების მქონე ადამიანები საკმაოდ ხშირად მერყევნი არიან საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში. დროული ემოციური დახმარება ხშირად თვითმკვლელობის შემაკავებელი აღმოჩნდება ხოლმე.
თვითმკვლელობების უმეტესობა ზამთარში ხდება
სუიციდი კომპლექსური საკითხია და იგი კავშირში არ არის წლის დროებთან, ტემპერატურის სიმაღლესთან და დღის სინათლის ხანგრძლივობასთან. ზოგადი სტატისტიკური მაჩვენებლებით, თვითმკვლელობების რიცხვი უფრო მეტი გაზაფხულზე ფიქსირდება და არა ზამთარში.
გახსოვდეთ: თვითმკვლელობის პრევენცია შესაძლებელია!
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები