მიხეილ სააკაშვილი

12 Sep. 2019, 15:14

რა შუაშია ხაზარაძე და ლაზიკის ანაკლიის პორტი ერთმანეთთან? ლაზიკის პორტის ფული უკვე იდო საქართველოს რკინიგზის ანგარიშზე და 2013 წლის ბოლოს ეს პორტი დამთავრებული იქნებოდა, არა ოლიგარქის, არა ბარიგის, არა მორიგი მევახშის, არამედ, ხალხის საკუთრებაში.

მერე ივანიშვილი მოელაპარაკა ხაზარაძეს, ერთად გააჩერეს პორტის მშენებლობა, ერთად მიითვისეს პორტი. მერე ერთმანეთში ვერ მოილაპარაკეს, ამან ცოტა ზედმეტი მოინდომა და ივანიშვილმა მოადო თავში. ახლა რომც აშენდეს, ხაზარაძის ჯიბეზე უნდა იმუშავოს? 

ერთი მევახშე ივანიშვილი არ გვეყოფოდა ახლა კიდე უფრო წვრილი მევახშეები დაემატოს ბატონობის მე-8 წლისთავზე?... საქართველო დაუბრუნდება სწრაფ განვითარებას, მევახშეებისა და კრიალოსნიანი ბიჭების მმართვლობის გარეშე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  4. ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
  5. პასკა — სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ