ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: დავბრუნდებით ასამბლეაზე და ვისაუბრებთ საქართველოს პროგრესზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მედლინ მუნმა საქართველოს მიღწევებზე და ნატოსთან სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრა. მუნმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის კავშირები, რომელიც საქართველოს ნატოს წევრ ქვეყნებთან ახლა აქვს.
"ვერ გამოვხატავ სიტყვებით, თუ რამდენად მნიშვნელოვნად მიაჩნია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოსთან თანამშრომლობა, მხარდაჭერა მის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მსურდა, აქ უფრო ადრეც ვყოფილიყავი, მაგრამ სირთულეები იყო თვითონ დიდ ბრიტანეთში, რომელმაც შემაჩერა, მაგრამ ეს დაყოვნება სარგებლიანიც აღმოჩნდა, რადგან ჩამოვიყვანე მაღალი რანგის კოლეგები თურქეთიდან, პორტუგალიიდან, ლატვიიდან", — განაცხადა მუნმა.
მანვე აღნიშნა, რომ ოქტომბერში ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე ისაუბრებენ იმ პროგრესის შესახებ, რომელიც საქართველოს უკვე აქვს.
"ვიცი, რომ საქართველო მონდომებულია იყოს ამ ოჯახის მყარი და სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ ვუყურებთ ამ შეხვედრების პროგრამას და მსურს გითხრათ, რომ ეს არის არაჩვეულებრივად კარგი პროგრამა. ყველა შესაძლებლობა გახსნილია ჩვენთვის, რისი ნახვაც გვინდა, შესაძლებლობა გვეძლევა, ვნახოთ ყველაფერი. ეს არის უპირველესი მაგალითი ქვეყნისა, რომელიც მონდომებულია, რომელიც მზად არის, დემონსტრირება მოახდინოს თავისი ღიაობის, თავისი სურვილის, იყოს გამჭვირვალე", — განაცხადა მან.
მუნმა დემოკრატიის მშენებლობის სირთულეებსა და მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მანვე აღნიშნა, რომ როცა საქართველო ნატოს ოჯახის წევრი გახდება, "აღარ მოგვშორდებიან".
"მე მესმის იმედგაცრუებებიც, ხანდახან შეიძლება, მოგეჩვენოთ, რომ ცვლილებები ნელი ტემპით მიმდინარეობს, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ტემპი არსებობს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ცვლილებები ხდება აქ. მინდა, გითხრათ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კავშირები, ჩვენი თანამშრომლობა, ეს ურთიერთობები, რადგან როდესაც თქვენ ამ ოჯახის წევრი ხართ, ჩვენ აღარ მოგშორდებით. თქვენ კვლავ ამ ოჯახის წევრი ხართ და ჩვენ ვითხოვთ პასუხს იმ ფასეულობებსა და ღირებულებებზე, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არამხოლოდ თქვენი ქვეყნისთვის".
მედლინ მუნი საქართველოს ნატოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდება საქართველოს პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრსაც.
დაგეგმილია შეხვედრები თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელთან, ირაკლი სესიაშვილთან და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავასთან.
საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გაიმართება საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს წევრებთან, საპარლამენტო ფრაქციების და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან.
მედლინ მუნი ნატოს სამეკავშირეო ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მონახულება.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ასევე მოინახულებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს სოფელ დიდ ხურვალეთში.
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები