უნდა ატარებდნენ თუ არა საჯარო მოხელეები რელიგიურ სიმბოლოებს?
კვებეკი კანადის ცამეტ პროვინციას შორის მოსახლეობის რაოდენობითა და ფართობის სიდიდით მეორე რეგიონია, რომელშიც წლების განმავლობაში აქტიურად განიხილავდნენ სახელმწიფო სეკულარიზმთან დაკავშირებულ მწვავე საკითხებს. სულ ცოტა ხნის წინ კი, 2019 წლის ივნისში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო და საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს სამუშაოს შესრულებისას რელიგიური სიმბოლოების ტარება ეკრძალებათ.
ეს ახალი კანონი მოსამართლეებს, პოლიციელებს, მასწავლებლებსა და საჯარო სამსახურში დასაქმებულ სხვა პროფესიის მქონე ადამიანებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას უკრძალავს ისეთი რელიგიური სიმბოლოების ტარებას, როგორიცაა კიპა (იუდაზმში მამაკაცის ტრადიციული ქუდი), ჩალმა თუ ჰიჯაბი.
კვებეკის მთავრობა მანამდეც გამოირჩეოდა სეკულარიზმის გასაძლიერებლად გადადგმული მკვეთრი ნაბიჯებით და ამ უკანაკნელმა რეგულაციამაც საზოგადოებაში ცხარე დებატები გამოიწვია.
იურისტების ნაწილი ამ გადაწყვეტილებას სამართლიანად დასაბუთებულ ნაბიჯად აფასებს, რომელსაც კვებეკის მოსახლეობისგან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. ხოლო ისინი, ვინც ამ მიდგომას აკრიტიკებენ, ამბობენ, რომ ეს კანონი დისკრიმინაციულია და რელიგიურ უმცირესობებს კვებეკის საზოგადოებაში ინტეგრაციაში ხელს შეუშლის, განსაკუთრებით კი ეს მუსლიმ ქალებზე აისახება.
ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ "ეს არის ლოგიკური გაგრძელება ჩუმი რევოლუციისა" - ამ სახელითაა ცნობილი სახელმწიფო სეკულარიზმის გასაძლიერებლად კვებეკში 1960-იანებიდან დაწყებული ფართომასშტაბიანი ცვლილებები.
კვებეკის ადგილობრივმა საკანონმდებლო ორგანომ ახალი კანონი 16 ივნისს ხმის მიცემისას 73 მომხრითა და 35 მოწინააღმდეგით მიიღო.
ამ სტატიაში კი იმ ექვსი ადამიანის მოსაზრებებს შემოგთავაზებთ, რომლებზეც ეს ახალი კანონი პირადად იმოქმედებს.
დისკრიმინაციის განმარტების მაგალითი
ფურჰინ აჰმედი წლებია კვებეკში მასწავლებლად მუშაობს და როგორც თავად ამბობს, ახალი რეგულაციის გამო ერთდროულად გაბრაზებული და იმედგაცრუებულია.
მის სამუშაოს ახალი შეზღუდვა არ შეეხება, რადგან ახალი კანონი შეიცავს მუხლს, რომლის მიხედვითაც ამ კანონპროექტის მიღებამდე უკვე დასაქმებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ მანამდე არსებული პირობებით გააგრძელონ მუშაობა.
"თუმცა ფაქტი, რომ ჩემს კოლეგას, რომელიც ჩემგან ათ ნაბიჯში ასწავლის, ჩემზე მეტი პერსპექტივა აქვს მხოლოდ იმის გამო, თუ რა მაცვია მე, ძალიან უსამართლოა. როგორ შეუძლია ვინმეს დამიჯდეს წინ და მითხრას, რომ ეს არ არის დისკრიმინაციის განმარტების მაგალითი?" — კითხულობს აჰმედი.
კანონის მომხრეებმა სიფრთხილით აღნიშნეს, რომ ეს შეზღუდვა რომელიმე კონკრეტულ რელიგიურ ჯგუფს არ მიემართება, თუმცა როგორც ოპონენტები აცხადებენ, ეს სწორედ ყველაზე მეტად მუსლიმი ქალების ცხოვრებაზე მოახდენს გავლენას.
"ვისურვებდი, როგორმე ეს მხოლოდ რელიგიურ სიმბოლოებს ეხებოდეს, მაგრამ ასე სულაც არ ვფიქრობ. არ მგონია, რომ თუ მუსლიმი ქალები ჰიჯაბით გარეთ არ გამოვლენ თავიანთი საქმის გასაკეთებლად, მაშინ წარმატებულები იქნებიან ამ საზოგადოებაში. შესაძლოა, ცოტა სხვანაირად ჩაიცვან და გარეგნობა შეიცვალონ, მაგრამ ეს აკრძალვა მათ ხელს ინტეგრაციაში არ შეუწყობს", — ამბობს ფურჰინ აჰმედი, მასწავლებელი ქალი მონრეალიდან, რომელიც ამაყია იმის გამო, რომ მისი სკოლა და საქალაქო სასამართლო ამ ახალ კანონს დაუპირისპირდა.
"ჰიჯაბი მორჩილების გამოხატულებაა"
ზაჰრა ბოუკერსი ფრანგულ ენას ასწავლის მონრეალის დაწყებით სკოლაში, სადაც მას შეეძლო მუშაობისას ჰიჯაბი ეტარებინა. მისი რწმენისა და ამ შესაძლებლობის მიუხედავად, ნებისმიერი ისლამური შესამოსელის ტარებაზე ის ყოველთვის უარს ამბობდა. ის ვერ ხედავდა საჭიროებას, რომ თავისი შინაგანი რწმენა გარეგნული ნიშნებითაც გამოეხატა.
"რელიგია ინტიმური და პირადულია. ის მხოლოდ ჩემსა და ღმერთს შორის ურთიერთობას ეხება, აი, როგორ ვუყურებ ამ საკითხს მე", — ამბობს ბოუკერსი.
ამავდროულად ის არასდროს იზიარებდა ჰიჯაბის იმ სიმბოლურ მნიშვნელობას, რაც მისთვის ჰქონდა ამ რელიგიურ შესამოსელს.
"არსებობენ ქალები, რომლებიც ჰიჯაბს ნამდვილად თავიანთი სურვილით ატარებენ, მაგრამ ამის გათვალისწინებითაც კი ეს ქმედება მე მორჩილების გამოხატულებად მიმაჩნია", — ამბობს ზაჰრა ბოუკერსი.
ამ მასწავლებელმა ქალმა კვებეკის მედიაში არაერთხელ გამოხატა მხარდაჭერა სეკულარიზმის მიმართ, რისიც ალჟირში გატარებული ახალგაზრდობის წლებიდან ირწმუნა: 1991 წლიდან 1999 წლამდე მიმდინარე სამოქალაქო ომში მუსლიმები ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში იმდროინდელ მთავრობას დაუპირისპირდნენ და საბოლოოდ ისლამური თავსაბურავის ტარება ქალებისთვის სავალდებულო გახდა.
"80-იანებში სტუდენტი ვიყავი, ვატარებდი მოკლე კაბებს და ეს არავის ადარდებდა, ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო - ჩაიცვამდი ვიწრო შარვლებს თუ მოტკეცილ მაისურებს. ათი წლის შემდეგ კი ეს უკვე კატასტროფდ ითვლებოდა, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა", — ამბობს ბოუკერსი.
სწორედ ამის გამო ზაჰრა ბოუკერსს მიაჩნია, რომ ახალი კანონი სრულიად სამართლიანია, რათა "მკვეთრი ხაზი გაისვას" კანადაშიც მსგავსი რელიგიური გავლენების გაძლიერების წინააღმდეგ.
"ჩემი რწმენა არ არის ის, რისი კართან დატოვებაც შემიძლია"
ამრიტ კაური ბავშვობაში ხედავდა მისი მშობლები როგორ გულმოდგინედ ეხმარებოდნენ სხვა ბავშვებს სკოლის დავალებების შესრულებაში, რამაც მას თავადაც გაუჩინა ინტერესი, რომ მასწავლებელი გამხდარიყო. ახლა ის კვებეკში სიქების (რელიგია სიქიზმის მიმდევრები) საერთაშორისო ორგანიზაციის ვიცეპრეზიდენტია და ამავდროულად, პროფესიულ განათლებას ეუფლება. თუმცა, ახალი კანონის მიღების შემდეგ ეჭვი ეპარება, ნამდვილად თუ მოახერხებს კვებეკში მასწავლებლად მუშაობას სწავლის დასრულების შემდეგ.
"ჩალმის ტარება ჩემი კულტურისა და თვითმყოფადობის განუყოფელი ნაწილია და მისგან განცალკევება არ შემიძლია. ჩემი რწმენა არ არის ის, რისი კართან დატოვებაც შემიძლია, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია", — აცხადებს კაური.
მას არ მიაჩნია, რომ ახალი შეზღუდვა ემიგრანტებს საზოგადოებაში უფრო მეტად ინტეგრაციაში დაეხმარება:
"ადამიანები, რომლებსაც ეს ახალი კანონი ხელს შეუშლის თავიანთი პროფესიული საქმიანობის შესრულებაში, სწორედ ყველაზე მეტად ინტეგრირებული არიან კვებეკის საზოგადოებაში. ისინი არ არიან უბრალოდ ემიგრანტები, რომლებიც ამ ქვეყანაში ჩამოვიდნენ - მათ ისწავლეს ენა, შეიძინეს განათლება და ამასვე გასცემენ სხვებისთვისც".
ამრიტ კაური ამბობს, რომ ცხოვრებაში პირველად გრძნობს თავს ისე, თითქოს სხვებისთვის პრობლემებს იწვევს და მისთვის ეს ძალიან უცნაური შეგრძნებაა. იმასაც ამატებს, რომ რელიგიისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის მთავარი უფლებაა, მაგრამ ახლა "მისი მნიშვნელობა გაუფასურდა".
კამათი განსხვავებულ ხედვებს შორის
კომპიუტერული მეცნიერების პროფესორი, ნადია ელ-მაბროუკი კვებეკში სეკულარიზმის ცნობილი დამცველი გახდა. ის მხარს უჭერს ახალ კანონს, განსაკუთრებით კი მასში შემავალ იმ მუხლს, რომლის მიხედვითაც კვებეკის საჯარო სკოლებში მასწავლებლებს რელიგიური სიმბოლოების ტარება ეკრძალებათ. მას ისიც სურს, რომ ახალმა კანონმა უფრო ფართოდ იმოქმედოს რეგიონის მასშტაბით, მათ შორის სპეციალიზებულ სოციალურ და სამედიცინო სფეროში დასაქმებულებზეც.
"მე არ ვარ ჩადრის ტარების წინააღმდეგი, მაგრამ გააჩნია სად: სკოლასა და ისეთ სამსახურებში, სადაც შეხება გაქვს ბავშვებთან, აუცილებელია, რომ იყო ნეიტრალური და რომელიმე რელიგიურ მრწამსს აშკარად არ გამოხატავდე", — ამბობს ის.
მასწავლებლებისთვის რელიგიური სიმბოლოების გამოყენების აკრძალვას ის ადარებს შემთხვევას, როცა ილუსტრატორებს სთხოვეს, რომ ცნობილი საბავშვო კომიქსის გმირისთვის, კოვბოი იღბლიანი ლუკისთვის სიგარეტის ნაცვლად თივის ღერო მიეხატათ:
"იღბლიანი ლუკი რეალურად სულაც არ ემსახურებოდა სიგარეტის მოწევის პოპულარიზაციას, ეს უბრალოდ ნახატი იყო, მაგრამ მას ბავშვებზე მაინც ჰქონდა გავლენა".
ნადია ელ-მაბროუკისთვის საკლასო ოთახებში თავსაბურიანი ქალების ყოფნა მაინც რელიგიის "პასიურ გავრცელებასთან" ასოცირდება:
"არ ვამბობ იმას, რომ ეს პროპაგანდაა. სულაც არ მგონია, რომ მონრეალში მცხოვრები არამუსლიმები ამის გამო რელიგიას შეიცვლიან. მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ჯერ კიდევ ახალგაზრდა მუსლიმებზე გავლენას ახდენს. ეს მათ აწვდის იმ იდეას, რომ მუსლიმი ქალი აუცილებლად ჩადრით უნდა იყოს შემოსილი".
ის არ იზიარებს მოსაზრებას, რომ კვებეკის პროვინციაში სეკულარიზმის შესახებ არსებული გრძელვადიანი დებატები რეალურად ისლამოფობიისა და ქსენოფობიის შეფარულ ტენდენციას ააშკარავებს, რაზეც ხშირად სწორედ ახალი კანონის მოწინააღმდეგეები უსვამენ ხაზს.
ელ-მაბროუკის თქმით, კანადაში მულტიკულტურალიზმი "გასაკრალურებულია" და ამიტომ კვებეკის სეკულარიზმისკენ მისწრაფების გამო გაჩენილი გაუგებრობის აღმოსაფხვრელად იბრძვის.
"ეს არის კამათი ორ სრულიად სხვადასხვა ხედვას შორის", — ამბობს ის.
"საზოგადოებრივი ერთიანობა დაზარალდა"
ბოლოდროინდელი მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით კვებეკში სიქების თემის წარმომადგენელსა და ახლად მიღებული კანონის საწინააღმდეგოდ შექმნილი საზოგადოებრივი ჯგუფის - ინკუზიური კვებეკის კოალიცია - წევრს, ტარან სინგს ერთი კითხვა აწუხებს:
"რა უდევს საფუძვლად ამ კანონის საჭიროებას?"
ის ახალ კანონს პრობლემის მოგვარების "სადაო გზად" მიიჩნევს და ამბობს, რომ იურისტებს კანონპროექტის წარდგენისას იმის რეალური და პირდაპირი მტკიცებულებები არ წარუდგენიათ, რომ საჯარო მოხელეების მიერ რელიგიური სიმბოლოების ტარება რელიგიისა და სახელმწიფოს განცალკევებულად არსებობას ძირს უთხრის:
"მხოლოდ ვარაუდი გამოითქვა, რომ რელიგიური სიმბოლოების ტარება რატომღაც მის გავრცელებას უწყობს ხელს".
ტარან სინგის თქმით, ბოლო წლებში ადგილობრივი მთავრობის მიერ სეკულარიზმის გასაძლიერებლად შემოთავაზებული კანონები კვებეკში საზოგადოებრივ ერთიანობას აზარალებს: "ეს ახალი რეგულაცია ნათლად მამცნობს, რომ მე ამ საზოგადოების თანასწორუფლებიანი მოქალაქე აღარ ვარ".
"მე არ ჩავიცვამ მაისურს წარწერით ღმერთი არ არსებობს"
სეკულარიზმის აქტიური მხარდამჭერი და ათეისტი, დევიდ რენდი ახალ კანონს "აბსოლუტურად მიზანშეწოლილ შეზღუდვას" უწოდებს საჯარო სამსახურებში დასაქმებული იმ პირების მაგალითის მსგავსად, ვისაც სამუშაოს შესრულებისას თავიანთი სუბიექტური პოლიტიკური შეხედულებების დემონსტრირება სურთ.
ის მცირედით იმათაც თანაუგრძნობს, ვისაც ამის გამო რწმენასა და კარიერას შორის რთული არჩევანის გაკეთება მოუწევთ, თუმცა, მისი თქმით, როცა სახელმწიფოს ემსახურები, ყოველთვის გიწევს გარკვეული ტიპის დათმობაზე წასვლა:
"თუ მე საჯარო სამსახურში ვიმუშავებ, არ ჩავიცვამ მაისურს წარწერით ღმერთი არ არსებობს და იმავეს ველი ჯანსაღი საზოგადოების წევრი ქალებისგან, რომლებიც ჰიჯაბს ატარებენ და კაცებისგან, რომლებსაც კიპა ახურავთ, რომ თუ ისინი სახელმწიფო მოხელეებად იმსახურებენ, მაშინ თავიანთ რელიგიურ სიმბოლიკას სამსახურის შესრულებისას არ გამოიყენებენ".
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
კომენტარები