სურამს განვითარების გეგმა ექნება — მაია ცქიტიშვილი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სურამს განვითარების გენერალური გეგმა ექნება. მისივე თქმით, გადაწყვეტილება 13 ივნისის მთავრობის სხდომაზე მიიღეს სივრცითი მოწყობის გეგმის ფარგლებში.
"როგორც იცით, სივრცითი მოწყობის ფარგლებში ჩვენი სამინისტრო ახორციელებს ტურისტულად მნიშვნელოვანი და საინტერესო ლოკაციების სივრცითი მოწყობის გეგმებს, რაც გულისხმობს ამ ტერიტორიებისთვის ახალი ფუნქციების მოძიებასაც, ასევე არსებული ფუნქციების აღდგენას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ ტერიტორიებზე განაშენიანების ისეთი სახის რეგულირებას, რომელიც მოსახლეობას საშუალებას მისცემს, იქ სრულფასოვანი საერთაშორისო სტანდარტების მქონე კურორტები ჩამოყალიბდეს. ჩვენ დღეს გადავწყვიტეთ, რომ სურამის განვითარებს გეგმას დავიწყებთ, განვახორციელებთ და შესაბამისად, უკვე სურამის განვითარებაზეც ერთობლივად ვიმუშავებთ", — განაცხადა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ
მისივე განმარტებით, გამოცხადდება ტენდერი გენერალურ გეგმაზე და პროცედურების გათვალისწინებით ერთ წელში უკვე მზად იქნება.
დასაგეგმარებელი ტერიტორიის საორიენტაციო საზღვრებში, კონკურსში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება მოამზადოს დაბა სურამის გენერალური და ცენტრალური უბნის განაშენიანების გეგმების პროექტები, ასევე გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
1948 წელს სურამი რესპუბლიკური მნიშვნელობის კურორტად გამოცხადდა. უნიკალური ბუნებრივი კლიმატი, მისი გეოგრაფიული მდებარეობა დაბას ადვილად მისადგომს ხდის როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში მცხოვრებთათვის. სურამში ბევრი კულტურული ძეგლია, რომელიც ტურისტებისთვისაა საინტერესო.
"რადგან სურამს არ გააჩნია გენერალური გეგმა, არსებობს საფრთხე, რომ ტურისტების გაზრდილი რაოდენობის ფონზე აქტიური სამშენებლო საქმიანობები, უსისტემო განაშენიანება ზიანს მიაყენებს დაბას. ამიტომ, დღის წესრიგში დადგა მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების აუცილებლობა. კურორტის აღორძინებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ასევე, მნიშვნელოვანია მოხდეს ცენტრის ფუნქციის მატარებელი საზოგადოებრივი სივრცის განსაზღვრა და დაგეგმარება", — აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
განაშენიანების გეგმების შემუშავებისას პრიორიტეტულად გასათვალისწინებელი საკითხებია — კურორტის ბუნებრივი პირობებისა და მინერალური წყლების გონივრულად გამოყენება, სურამის საბავშვო კურორტის ფუნქციის აღორძინება, ადმინისტრაციულ-საზოგადოებრივი ცენტრის კომპლექსურად მოწესრიგება, არქიტექტურულ-ესთეტიკური იერ-სახის გაუმჯობესება, ქაოსური სამშენებლო სამუშაოების წარმოების რისკის შემცირება, ებრაელთა უბნისა და სინაგოგის არსებული ვითარებისა და შესაძლებლობების ანალიზი, სურამის რკინიგზის სადგურის რეკონსტრუქცია, ე. წ. ბრაუნფილდის - არსებული და მიტოვებული სამრეწველო ობიექტების პერსპექტივის განსაზღვრა.
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
კომენტარები