კომპიუტერული ქსელების ასოციაცია გრენამ 20 წლის იუბილე აღნიშნა
საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია გრენა 1999 წელს განათლებისა და მეცნიერების სფეროში ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიზნით დაფუძნდა. გრენას არა ერთი მნიშნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებაზე საქართველოში.
გრენას 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება 12 სექტემბერს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართა. სტუმრებს შორის იყვნენ უნივერსიტეტების ხელმძღვანელები, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები და მეცნიერები, სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს გრენას პარტნიორმა ორგანიზაციებმა ევროპის 9 ქვეყნიდან. აგრეთვე, საქართველოს წამყვანი საკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლებმა.
მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა და ღონისძიება გახსნა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ და ხაზი გაუსვა გრენას და ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას სამეცნიერო საზოგადოებისათვის: გრენას და ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის აგვისტოში გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის თანახმად ქართველ მეცნიერებს შეეძლებათ კვლევის დროს საჭირო გამოთვლითი და მეხსიერების რესურსების გამოყენება. გრენას მეშვეობით შესაძლებელი გახდება მოცულობითი მონაცემების დამუშავება, რაც ხელს შეუწყობს ქართული მეცნიერების განვითარებას.
"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ასოციაცია გრენასთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა ნატო-ს სამეცნიერო პროგრამის პროექტების განხორციელებაში. ამ პროექტების დახმარებით მოხერხდა უნივერსიტეტის ძირითადი კორპუსების ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხებით დაკავშირება და ქსელური აპარატურის მოდერნიზება. აგრეთვე მნიშვნელოვანი იყო საქართველოში პირველი განაწილებული გამოთვლების (GRID Distributed Computing) სისტემის შექმნა გრენას ბაზაზე, რომელიც ჩართულია ევროპის GRID ინფრასტრუქტურაში", — განაცხადა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
"ასოციაცია გრენას მონაწილეობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ EaPConnect-ის პროექტში მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანია ფართო საზოგადოებისათვის. მკვლევარებს და სტუდენტებს ესაჭიროებათ მონაცემთა გაცვლა, საერთაშორისო კოლაბორაცია და ციფრული უსაფრთხოება. მნიშვნელოვანია eduroam-ის, მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტ როუმინგის დაცული სერვერის როლი მკვლევარებისათვის, მეცნიერებისა თუ სტუდენტებისათვის. საქართველოში ასოციაცია გრენა უზრუნველყოფს eduroam-ის სერვისს სამეცნიერო და საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის", — განაცხადა ევროკომისიის EaPConnect პროექტის მენეჯერმა ვერონიკა დი ლუნამ.
ასოციაცია გრენას აღმასრულებელმა დირექტორმა რამაზ ქვათაძემ ორგანიზაციის საქმიანობის და მომავალი გეგმების შესახებ ისაუბრა.
გრენას საქმიანობა მოიცავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს: IT სფეროში სერვისების მიწოდებას და ახალი ინოვაციური სერვისების დანერგვას, სწავლებას ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროექტების მომზადებას და განხორციელებას, აგრეთვე ქვეყანაში ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობას.
გრენას შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ მოცემულ ვებგვერდზე გაეცნოთ.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები