ეს საკითხი განხილვას საჭიროებს — სოზარ სუბარი მე-5 მუხლის ინიციატივაზე
რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანებისთვის მეხუთე მუხლის ინიციატივა განხილვას საჭიროებს. გადაცემა პირველებში მან, ასევე, აღნიშნა, რომ ეს მისი პირადი პოზიციაა. წამყვანებმა ინიციატივასთან დაკავშირებით მთავრობის პოზიციის გაჟღერება ითხოვეს, თუმცა სუბარმა უარი განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს.
"რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ექსპერტმა დასვა კითხვა, ამ შემთხვევაშ ხომ არ მოხდება რუსეთის მხრიდან ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რაც მან გააკეთა ყირიმთან დაკავშირებით? ეს კითხვა შეიძლება დაისვას. ფორსირება ჩვენ უნდა ავწონ-დავწონოთ, ყველა პლიუსი, ყველა მინუსი", — აღნიშნა პრემიერის მრჩეველმა.
სოზარ სუბარმა ნატოში გაწევრიანების გერმანულ მაგალითზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ მაგალითის საქართველოსთან შედარება არასწორია, რადგან მაშინ ორი სახელმწიფოს საკითხი იდგა.
"იქ იყო ორი სახელმწიფო, რომელიც გაეროს მიერ იყო აღიარებული. ორივე იყვნენ საერთაშორისო თამაშის მონაწილეები. ის, რომ ორი სახელმწიფო შეიქმნა, იყო იმდროინდელი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი ახალი მსოფლიო წესრიგის შემადგენელი ნაწილი. ეს არ იყო ერთი ოკუპანტის მიერ აღიარებული და რამდენიმე კუნძულის მიერ დადასტურებული, როგორიც ჩვენს შემთხვევაშია. შედარება არასწორია", — აღნიშნა სოზარ სუბარმა.
10 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო რუმსში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს ნატოში დაჩქარებულ გაწევრიანებაზე ისაუბრა. რასმუსენი განმარტავს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მომდევნო ნაბიჯი საქართველოს არჩევანზეა დამოკიდებული. მისი შეთავაზება საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების "გერმანულ მოდელს" გულისხმობს, რაც ნიშნავს, რომ საქართველო საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით შევა ნატოში, ხოლო კოლექტიური თავდაცვის მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დეოკუპაციის შემდეგ ამოქმედდება.
ამავე იდეის ირგვლივ ჰერითიჯის ფონდის ანგარიში ანალიტიკოსმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა, ლუკ კოფმა მოამზადა. ლუკ კოფი განმარტავს, რომ მისი წინადადება არ აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ.
ამავე თემაზე:
- ვიმსჯელებთ თუ არა, ეს ხვალინდელი საკითხია — მდინარაძე რასმუსენის შეთავაზებაზე
- ამ თემაზე დისკუსიას ახლა აზრი არ აქვს — ჯეიმს აპატურაი ნატოს მე-5 მუხლის ინიციატივაზე
- ჩუგოშვილი: ჩვენთვის მისაღებია, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს სრული ტერიტორიის ფარგლებში
- რა შეიძლება იყოს საქართველოს შემდეგი ნაბიჯი ნატოში გაწევრიანებაზე — რასმუსენის პასუხი
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები