ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალი ამერიკის ჯარში — ქეთა ოთარაშვილი
იცნობდეთ, ეს ქეთა ოთარაშვილია, შეერთებული შტატების არმიის ახალწვეული და თუ არ ვცდებით, პირველი ქართველი ქალი, რომელიც ორიოდ დღეში ამერიკულ არმიაში იმსახურებს. ჩვენთვის ცნობილია, რომ შეერთებული შტატების ჯარში რამდენიმე ქართველი მამაკაცი მსახურობს, მაგრამ ქალის შესახებ პირველად შევიტყვეთ.
ქეთას კარანტინში გამგზავრების წინ ვესაუბრეთ. სამშაბათიდან მას სავალდებულო იზოლაციის პუნქტში, ორ თვეზე მეტი ხნის მანძილზე, თან არც ტელეფონი და არც სხვა რაიმე საკომუნიკაციო საშუალება ექნება, არაფერი — ტანზე რაც აცვია იმ ტანსაცმლის გარდა.
ის 27 წლისაა და ამერიკაში საცხოვრებლად ზუსტად ორი წლის წინ ჩამოვიდა. თავიდან აქ დამკვიდრებას არც ფიქრობდა.
"უბრალოდ გადავწყვიტე ერთ დღეს, რომ წამოვსულიყავი. მარტო ჩამოვედი, ოჯახის, მეგობრების და ახლობლების გარეშე, არავინ არ მყავდა ამერიკაში", — ამბობს ქეთა. იგი მალე მიხვდა, რომ ეს დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა, დარჩენა და ამ შანსის გამოყენება გადაწყვიტა.
დამოუკიდებლად მიიღო ამერიკის არმიაში სამსახურის გადაწყვეტილებაც. ეს იდეა ადრე მოუვიდა, მაგრამ არავისთვის არ გაუმხელია და თავიდან ვერც რისკავდა. ჯარში ყოფნა სულ სამნახევარი წელი გიწევს, მაგრამ ეს შეერთებულ შტატებში ძალიან ბევრ შესაძლებლობას გაძლევს, ბევრ გზას გიხსნის, სწავლა და პროფესიული ზრდა უფასოა, კარიერაშიც ძალიან გეწყობა ხელი, ამიტომაც ბევრი აღარ მიფიქრიაო.
მშობლებს ჯერ არაფერი უთხრა, ვიდრე მოსამზადებელ ეტაპებს არ გაივლიდა და ზუსტად არ ეცოდინებოდა, რომ ხელშეკრულებას გაუფორმებდნენ. ამბობს, რომ როცა სახლში დარეკა და ოჯახს გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინა, თავიდან ვერ მიხვდნენ, შემდეგ აღელდნენ, განსაკუთრებით მამას უნერვიულია, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, შეეგუენ.
არმიაში სამსახურისთვის ინგლისურ ენაზე გამოცდის ჩაბარება მოუწია. ენა კარგად არ იცოდა და ჯერ ინგლისურში მეცადინეობით დაიწყო. გამოცდა არც ისე ადვილი ჩასაბარებელი გამოდგა, ინტენსიური მომზადება სხვა საგნებშიც მოუწია.
ქეთას თქმით, 10 სხვადასხვა საგანი ბარდება, მაგრამ ერთიანი ტესტია. აქ შედის მექანიკა, ინგლისური ენა, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია და ასე შემდეგ. გამსვლელია 31 ქულა, მაგრამ შენს ინტერესშია, რომ მაღალი ქულა მიიღო, რადგან ამაზეა შემდეგ დამოკიდებული, თუ რა სამსახურში მოხვდები შემდეგი 3 წლის მანძილზე.
მოუწია სამედიცინო შემოწმების გავლა და ბოლოს - ფიზიკური მომზადების ჩაბარებაც, სადაც მოწმდება ფიზიკური ძალა, შესაძლებლობები, გამძლეობა და კარდიო-რესპირატორული სისტემის ფუნქციონირება. ქეთა ყვება, რომ ფიზიკურად ყოველთვის კარგ ფორმაში იყო, სპორტს ბავშვობიდან მისდევდა, თუმცა ქალისთვის შედარებით არატრადიციული სახეობებით იყო დაკავებული — კარატე და კრივი მოსწონდა.
მისაღები გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, ქეთას მისცეს სპეციალისტის რანგი E-4 (სულ 9 რანგია). ამაში საქართველოდან ჩამოტანილი დიპლომიც დაეხმარა, მაგისტრის ხარისხი აქვს, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალიზაციით.
სამუშაო ხელშეკრულება ივნისში დადო, მაგრამ კარანტინში განაწილებას შემდეგ რამდენიმე თვე ელოდა. ქეთას თქმით, შეერთებული შტატების არმიაში 150-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა ტიპის სამსახურია. პირველი კონტრაქტით, ის თავიდან ქვედანაყოფის მომარაგების სპეციალისტი იქნება.
სამხედრო ბაზაზე კარანტინს გადის აბსოლუტურად ყველა ჯარისკაცი, რანგის და პოზიციის მიუხედავად. პირველი 9 კვირა თითოეული მათგანი ზუსტად ერთნაირ წვრთნას გაივლის. როგორც ქეთა ამბობს, "ეს ურთულესი პერიოდია, ფიზიკურადაც და განსაკუთრებით ფსიქოლოგიურად მოითხოვს უდიდეს გამძლეობას".
კონტრაქტის გაწყვეტის შანსი გექნება, თუ შემთხვევით გადაიფიქრე?
"დიახ, კარანტინის პერიოდში, თუ ფსიქოლოგიურად ვერ გავუძელი, ეს დაშვებულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მე ეს პრობლემა არ მექნება", — ამბობს ქეთა და იქვე ამატებს, რომ ქართველებს განსხვავებული მენტალობა და მებრძოლი სული აქვთ, ასე რომ კარანტინში ჯერ არავის დაუნებებია თავი. რაც შეეხება ამერიკელებს, ინტენსიურ წვრთნებს დაახლოებით 20 პროცენტამდე ახალწვეული ვერ უძლებს.
კარანტინის შემდეგ, განაწილებით უნდა გადავიდეს ახალ სამსახურში. იქ 10 კვირის შემდეგ მოხდება ფიცის საზეიმოდ დადება და ამის შემდეგ გადავა კიდევ ახალ ლოკაციაზე, სადაც შემდეგი 3 წელი იმსახურებს. მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეიძლება მოხვდეს, ცხელი წერტილების ჩათვლით.
"ამისთვის მზად ვარ, რადგან ამასობაში ამერიკა უკვე ჩემი მეორე სამშობლო გახდა", —ამბობს ქეთა.
სულ არმიაში სამსახური 3 წელს და 20 კვირას მოიცავს. ქეთა ამ პერიოდში სწავლის გაგრძელებასაც გეგმავს, ჯერჯერობით ფსიქოლოგია აინტერესებს:
"ამის შემდეგ არ ვიცი, როგორ მოვიქცევი, ვიპოვი თუ არა ჩემს თავს, შეიძლება კიდევ გავაგრძელო კონტრაქტი, არ ვიცი ჯერ".
გამოცდის შემდეგ, თურმე, რამდენიმე ქართველი ჯარისკაცი დაუკავშირდა, ვინც ამერიკის არმიაში მსახურობს. მას შემდეგ გამუდმებით ეკონტაქტებიან, განსაკუთრებით გიორგი ჩილინგარაშვილი, რომელიც უკვე ოფიცერია და ალექსანდრე ყვარელაშვილი.
"ძალიან გვერდში მიდგანან ეს ბიჭები, ყველანაირად გვერდში მიდგანან, რაც კი რამ შეუძლიათ. ოთხს ვიცნობ უკვე. დიდი სტიმული მომცეს. ძალიან მაგარ რამეს აკეთებ და უკან არ დაიხიო ერთი წამითო. სულ მამხნევებენ, მეუბნებიან, რომ პირველი ქართველი გოგო ვარ, ვინც ამერიკულ არმიაში ვიმსახურებ. და ეს ძალიან, ძალიან დიდ ძალას მაძლევს".
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები