სადამკვირვებლო მისია ჩორჩანა-წნელისის მიდამოებში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციას ავრცელებს
"ეუთოს სადამკვირვებლო მისია საგულდაგულოდ აკვირდება ჩორჩანა-წნელისის მიდამოებში საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს", — ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სადამკვირვებლო მისიამ გაავრცელა. მათივე ცნობით, მისიის წარმომადგენლები 24 აგვისტოდან მუდმივად იმყოფებიან ადგილზე და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე დამატებით ინფორმაციას ავრცელებს:
"2019 წლის იანვრის დასაწყისში სადამკვირვებლო მისიამ შეამჩნია ხეზე ფერადი მონიშვნები წნელისსა და ჩორჩანას მიდამოებში. დამკვირვებლებმა ეს შეაფასეს, როგორც ბორდერიზაციის ნიშანი. თუმცა, ამ მონიშვნებზე პასუხისმგებლობა არავინ აიღო. 20 აგვისტოდან 24 აგვისტომდე პერიოდში სოფელ წნელისის განაპირას ქართული საგუშაგო აიგო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის მიერ. ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ცნობით, საგუშაგო მდებარეობს საოკუპაციო ხაზიდან 240 მეტრში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე", — ვკითხულობთ განცხადებაში.
მათივე ცნობით, სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა გასულ კვირას ახალი პოზიციები დაადგინეს და ბორდერიზაციის ამსახველი რამდენიმე ნიშანი დაამონტაჟეს, მათ შორის მწვანე ნიშნულები და დროშა საოკუპაციო ხაზს მიღმა. მისიის ცნობით, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი წარმომადგენლებმა ნიშნულები საოკუპაციო ხაზს მიღმა 1 300 მეტრში დაამონტაჟეს. ამის პარალელურად, საქართველოს გააძლიერა თავისი შეიარაღებული წარმომადგენლობა ჩორჩანას ტყეში.
მისია ყურადღებას ამახვილებს შეიარაღებული დაცვის წარმომადგენლების გაძლიერებაზე ჩორჩაა-წნელისის ტერიტორიაზე: "საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ახალი პოზიციების მონიშვნა და შეიარაღებული პირები თავმოყრა ზრდის შეტაკების პოტენციალს და საფრთხეს უქმნის სტაბილურობას".
განცხადებაში საუბარია იმ ტექნიკურ შეხვედრებზე, რომელიც მხარეებს შორის გაიმართა. ბოლო შეხვედრა 13 სექტემბერს გაიმართა, ერგნეთში. მისიის ცნობით, შეხვედრა პროფესიონალურ ატმოსფეროში წარიმართა, თუმცა მხარეებმა პოზიციები ვერ შეაჯერეს.
"პოზიტივია, რომ შეხვედრის ყველა მონაწილე შეთანხმდა ძირითად პრინციპზე, რომ ჩორჩანა-წნელისის მიდამოებში მოსალოდნელ ესკალაციას თავიდან აიცილებენ",— ნათქვამია განცხადებაში.
მისია ასევე საუბრობს ორ გამშვებ პუნქტზე ოძისსა და სინაგურში, რომელიც 4 სექტემბრიდან დაკეტილია. უცნობია, როდის აპირებს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი გამშვები პუნქტების გახსნას.
"ეუთოს სადამკვირვებლო მისია განიხილავს გამშვები პუნქტების ჩაკეტვას, როგორც გადაადგილების შეზღუდვას, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს საოკუპაციო ხაზის ერთ ან მეორე მხარეს მცხოვრებლებზე", — ვკითხულობთ განცხადებაში.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები