იუსტიციის სამინისტრო ამბობს, რომ სუროგაციის ცენტრმა საბუთები არ წარადგინა, კლინიკა კი უარყოფს
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სუროგაციის ცენტრს კანონით დადგენილი საბუთების (ემბრიონის შექმნის თარიღი, ემბრიონის გაყინვის თარიღი და სხვ.) არმიწოდებაში ადანაშაულებს. კლინიკა კი აცხადებს, რომ შესაბამისი საბუთები მათ პირველ აგვისტოს წარადგინეს და ახლა იგივე დოკუმენტებს სთხოვენ.
უწყების განცხადებით, სუროგაციის გზით დაბადებულ თითოეულ ბავშვს მოთხოვნილი საბუთების მიწოდების შემდეგ დაარეგისტრირებენ. სააგენტო ამ წესს ბავშვთა უფლებების დაცვისა და ადამიანით ვაჭრობის პრევენციის მიზნით ხსნის.
უწყება აცხადებს, რომ სუროგაციის კლინიკა უარს აცხადებს, შესაძლებელი გახადოს თავისი ზოგიერთი კლიენტისათვის ბავშვის დაბადების რეგისტრაციის დოკუმენტის მიღება:
"კლინიკა და მისი ხელმძღვანელი ღიად ახორციელებენ თავიანთი უცხოელი კლიენტების შეცდომაში შეყვანის მცდელობას საკუთარი ხარვეზების გადასაფარად და დროის რესურსს თბილისის იუსტიციის სახლთან პროტესტში ხარჯავენ. ისინი ამით თვალს უხვევენ საკუთარ კლიენტებს, რომლებიც აცხადებენ, რომ სუროგაციის შედეგად გაჩენილი ბავშვების მშობლები არიან".
რას ამბობს კლინიკის ხელმძღვანელი?
სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელი მარუამ კუკულაშვილი On.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მათ ყველა საჭირო საბუთი პირველ აგვისტოს წარუდგინეს სახელმწიფო უწყებას, თუმცა მისივე თქმით, ახლა იგივე საბუთების წარდგენას ხელახლა სთხოვენ. მარიამ კუკულაშვილის თქმით, ხვალ, 17 სექტემბერს დილითვე წარადგენენ მოთხოვნილ საბუთებს და შვიდივე მშობელი დაკმაყოფილდება შვილის დაბადების მოწმობით:
"15-20 წელია უკვე "ემბრიონ ტრანსფერის" ცნობა ყოველთვის მიგვაქვს იუსტიციის სახლში. ამჟამად, უბრალოდ თავი ხომ უნდა გაემართლებინათ და მოითხოვეს თავიდან წაგვედგინა დოკუმენტი. ისე გამოვიდა, თითქოს, ჩვენ რაიმე დავაკელით, ეს დოკუმენტი წარმოდგენილი იყო თავის დროზე".
რატომ შეიქმნა პრობლემა?
იმისათვის რომ სუროგაციით დაბადებულმა ბავშვმა დაბადების მოწმობა აიღოს, რეესტრში უნდა წარადგინონ:
- ნოტარიული ხელშეკრულება სუროგატ დედასთან დადებული ემბრიონის გადატანამდე;
- ემბრიონის გადატანის შესახებ წერილი ინვიტრო განაყოფიერების კლინიკიდან;
- ცნობა სამშობიარო სახლიდან დაბადების შესახებ.
სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ იუსტიციის მინისტრის მიერ კანონის ახლებურად ინტერპრეტაციამ შექმნა პრობლემა. მისი თქმით, პირველ აგვისტოს, მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაწყვიტა, რომ ნოტარიული ხელშეკრულება არა ემბრიონის გადატანამდე, არამედ, ემბრიონის შექმნამდე უნდა გაფორმებულიყო. კუკულაშვილის თქმითვე, მინისტრის ინტერპრეტაცია სრულ შეუსაბამობაში იყო მედიცინასთან, ამიტომ 8 სექტემბერს ახალი ბრძანება გამოსცა, სადაც გაყინული ემბრიონები და მათით გაჩენილი ბავშვები გაითვალისწინა.
სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებით, 2019 წლის 8 სექტემბერს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც გარდამავალი პერიოდი დადგინდა, ანუ განაყოფიერებამდე დადებულ სუროგაციის ხელშეკრულებად მიიჩნევა ისეთი საბუთი, რომელიც ემბრიონის სუროგატული დედის სხეულში გადატანამდე ანუ იმპლანტაციამდე დადეს.
რა ხდებოდა იუსტიციის სახლში?
იუსტიციის სახლში სუროგაციის გზით დაბადებულების მშობლების აქცია 13 სექტემბერს დაიწყო. ისინი მთელი დღის განმავლობაში მოითხოვდნენ შვილებისთვის დაბადების მოწმობას, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის გამო კი ჩვილებთან ერთად იუსტიციის სახლში მთელი ღამით დარჩნენ. მათი პროტესტი გაგრძელდა დღესაც, 16 სექტემბერს, მანამ, სანამ მომსახურების სააგენტომ მათთან თანამშრომლობა არ დაიწყო.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
კომენტარები