ოკუპირებული ცხინვალში დე ფაქტო ხელისუფლება პერევის ე.წ. სასაზღვრო პუნქტს რამდენიმე დღით კეტავს. როგორც საოკუპაციო რეჟიმის განცხადებაშია აღნიშნული, გამშვები პუნქტი რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო 18 სექტემბრიდან 22 სექტემბრამდე დაიკეტება.

მანამდე საოკუპაციო რეჟიმმა სინაგურისა და მოსაბრუნის ე.წ. გამშვები პუნქტები ჩაკეტა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აღნიშნული პუნქტი " საქართველოსთან სიტუაციის ნორმალიზების შემდეგ" გაიხსნება.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში On.ge-ს უთხრეს, დე ფაქტო ხელისუფლების უკანონო შეზღუდვები ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. უწყებამ გაააქტიურა ცხელი ხაზი. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები.