ძალადობაში ბრალდებული პოლიციელი, თეიმურაზ კალანდაძე შსს-ში დააბრუნეს — მთავარი არხი
მთავარი არხის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი თეიმურაზ კალანდაძე დააბრუნეს. ის გენერალური ინსპექციის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის პოსტს დაიკავებს. კალანდაძე 2018 წელს სამინისტროდან მაშინდელმა მინისტრმა გიორგი გახარიამ გაათავისუფლა.ვახტანგ გომელაურის თქმით კი, კალანდაძე მუშაობდა უწყებაში და სახლში არავის გაუშვია.
"სამმართველოს უფროსები და მოადგილეები ჩემს დონეზე არ გადის, თავად წყვეტენ დეპარტამენტების ხელმძღვანელები", — განაცხადა გომელაურმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ მინისტრის კომენტარს დავეყრდნოთ და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად განცხადება დავწეროთ.
თეიმურაზ კალანდაძის გათავისუფლების მიზეზი თბილისში, საკუთარ სახლში კრიმინალური ავტორიტეტის, ალექსანდრე კობალაძის ვაჟის კობა კობალაძის ცემის საქმეს უკავშირდება. კობალაძე ამბობდა, რომ მას მამის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით დაესხნენ თავს.
მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა, რომ კობალაძეების საცხოვრებელ ბინაში გლდანი-ნაძალადევის განყოფილების პოლიციის თანამშრომლები, უბნის ორი ინსპექტორ-გამომძიებელი იყო მისული. ამიტომ სამსახურიდან ორივე მათგანი გათავისუფლდა. ამასთან, სამსახურიდან გათავისუფლდნენ პოლიციელების უშუალო ხელმძღვანელი და ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსი თეიმურაზ კალანდაძე. პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტს თბილისის პროკურატურა იძიებს.
თეიმურაზ კალანდაძე სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად, ვიდრე მას გლდანი ნაძალადევის სამმართველოში გადაიყვანდნენ, ოთხი წლის განმავლობაში 2017 წლის 2 აგვისტომდე მუშაობდა. ამ პერიოდში მას არა ერთი ხმაურიანი საქმე უკავშირდებოდა.
სამხრეთის კარიბჭის ცნობით, ბრალდებული გიორგი კაპანაძე აცხადებდა, რომ იგი თეიმურაზ კალანდაძემ ჯერ წიხლებით, შემდეგ კი სნოს ბოთლით სცემა. სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყვიტა.
სამცხე–ჯავახეთის სამმართველოში კალანდაძის ხელმძღვანელობის პერიოდში, პოლიციელების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობდა ბრალდებული სერგეი ბაბოიანიც: "ჯერ მცემეს, მერე მუხლებზე და ხელებზე დამაყენეს, მატარეს და მაყეფეს", — ყვებოდა ის.
კალანდაძეს ცემასა და გაუპატიურების მუქარაში ადანაშაულებდა, ასევე, ერთ–ერთი ბრალდებულის და ახალქალაქიდან. იგი ამბობდა, რომ "სამხარეოს უფროსმა წიხლები ურტყა ტანსაცმელი შემოაგლიჯა და გაუპატიურებით დაემუქრა".
სამცხე–ჯავახეთში სამხარეო სამმართველოში გადმოყვანამდე თეიმურაზ კალანდაძე თბილისში, გლდანი ნაძალადევის პოლიციაში გამომძიებლად მუშაობდა. აქ მას შსს გენერალურმა ინსპექციამ უღირსი საქციელისთვის სასტიკი საყვედური გამოუცხადა. ამჯერად საქმე პატიმრის მეუღლესთან სასიყვარულო ურთიერთობას ეხებოდა.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები