გახარია: ადამიანები დაშავდნენ, რადგან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა პარლამენტში შტურმი განახორციელეს
20 ივნისის აქციიდან მესამე თვეს, 20 სექტემბერს ყოფილი შს მინისტრი და ახლა უკვე პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ აქციაზე დაშავებული ადამიანების წინაშე მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობს. მისივე თქმით, გამოძიება გრძელდება და ყველა, ვინც ამ აქციის შეწყვეტის დროს ჩაიდინა გადაცდომა, პასუხისგებაში იქნება მიცემული.
"მე მესმის თქვენი ემოციურობა დღეს, განსაკუთრებით 20 რიცხვში. ძალიან კარგად მესმის. ისიც კარგად მესმის, რომ ემოციურობა პირდაპირ უკავშირდება იმ აქციას, რომელიც დღეს საღამოს არის დაგეგმილი. ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არის დაცული, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრს ირჩევს პარლამენტი და ამისთვის საჭირო იყო კენჭისყრა", — განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ იმ აღჭურვილობით, რომელიც იმ ღამეს სამართალდამცველებს ჰქონდათ, დამიზნებით სროლა შეუძლებელია.
"სამწუხაროდ, დაშავდნენ ადამიანები იმიტომ, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ლიდერებმა პარლამენტში შტურმი განახორციელა. თუ იქნება საჭირო 10 ადამიანის დაკავება, დააკავებენ 10 ადამიანს", — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
კითხვაზე, თუ რატომ არის 18 დაკავებული პატიმრობაში, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მათ ჩაიდინეს ძალადობა სახელმწიფო ინსტიტუტის წინააღმდეგ და სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტი.
"18 ადამიანი ციხეში ზის იმიტომ, რომ მათ ჩაიდინეს ძალადობა სახელმწიფო ინსტიტუტის წინააღმდეგ. სახელმწიფოს აქვს თავისი უფლება მოვალეობები და ვალდებულებები - დაიცვას როგორც ინსტიტუტი, ასევე მშვიდობა და მართლწესრიგი ქალაქში. რაც შეეხება პასუხისმგებლობის გადანაწილებას, რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად, იმ პოლიტიკურმა სუბიექტებმა, რომლებმაც დააორგანიზეს ეს აქცია და მოუწოდებდნენ ადამიანებს, ძალადობით შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში, მათაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ", — განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
ოკუპანტი პარლამენტში
20 ივნისი ამ ზაფხულის ყველაზე დასამახსოვრებელ თარიღად იქცა. ეს დღე საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში მოკალათებული რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის კადრით დაიწყო. სერგეი გავრილოვი რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრია. იგი ცნობილია იმით, რომ აღიარებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.
ამავე დღეს მოვლენები იმით განვითარდა, რომ პარლამენტთან მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქცია გამართეს, მოგვიანებით კი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვეს. პარალელურად, ასამბლეა, რისთვისაც რუსული დელეგაცია ჩამოვიდა, ჩაიშალა.
პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი შეიკრიბა. სპეციალურად მოწყობილ სცენასთან გამოჩნდნენ პოლიტიკოსებიც, რომლებმაც საზოგადოებას მიმართეს. აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში მშვიდობიანად მიმდინარეობდა. საღამოს ათი საათისთვის სამართალდამცავებს აქტივისტების ნაწილი დაუპირისპირდა. დაპირისპირება აქტივისტების ნაწილის პარლამენტში შეღწევის მცდელობას მოჰყვა. ღამის 12 საათისთვის ძალოვანმა სტრუქტურებმა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით, გაუფრთხილებლად დაშალეს აქცია. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კლინიკაში 240 ადამიანი გადაიყვანეს. დაშავდა მინიმუმ 34 ჟურნალისტი. თვალი დაკარგა ორმა ახალგაზრდამ.
მომდევნო დღეს ქართულმა ოცნებამ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე პასუხისმგებლობას იღებს, ამიტომ ირაკლი კობახიძე გადადგა.
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
კომენტარები