საქართველოს პარლამენტმა ბავშვის უფლებათა კოდექსი მესამე მოსმენით დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა ბავშვთა უფლებათა კოდექსი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, მხოლოდ ერთი იყო წინააღმდეგი.
ბავშვთა უფლებათა კოდექსი იქნება სპეციალური კანონი, რომელიც დაადგენს საკანონმდებლო საფუძვლებს ბავშვთა უფლებების დასაცავად.
ბავშვის უფლებათა კოდექსი შედგება 4 კარის, 14 თავის და 100 მუხლისგან. კოდექსში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ბავშვების ძალადობისგან დაცვაზე, ინკლუზიური განათლების მნიშვნელობაზე, სოციალური დაცვისა და მართლმსაჯულებაზე წვდომის უფლებებზე.
საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია, აღმოფხვრას უთანასწორობა, გააძლიეროს ოჯახები და შეუქმნას უსაფრთხო გარემო ბავშვებს. კანონპროექტი სახელმწიფო სტრუქტურებს კოორდინაციისა და ანგარიშვალდებულების პასუხისმგებლობასაც აკისრებს.
საქართველოს კანონმდებლობით, ბავშვი არის 18 წლამდე ადამიანი.
კოდექსის მიღებით იქმნება სახელმწიფოს სისტემური ხედვა, სამართლებრივი საფუძველი ბავშვის კეთილდღეობისთვის. თუმცა, მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლის შექმნის გარდა, იმისათვის, რომ ამ კანონმა რეალურად გადაჭრას ზემოთ აღნიშნული პრობლემები, აუცილებელია აღსრულების კონკრეტული მექანიზმებით კოდექსის აღჭურვა, რაც მის სრულფასოვან იმპლემენტაციას უზრუნველყოფს.
კოდექსის მოსალოდნელი შედეგები:
- განისაზღვრება სახელმწიფო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული ბავშვის კეთილდღეობას და დაცვას;
- გრძელვადიან პერსპექტივაში შემცირდება სიღარიბე, კრიმინალი, ძალადობა, ნარკო/ალკო/თამაშდამოკიდებულება;
- გაძლიერდება ოჯახი და შეიქმნება გარანტიები ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობისთვის;
- გაძლიერდება ბავშვის სოციალური მხარდაჭერის, ცხოვრების სათანადო პირობებისა და განვითარების უზრუნველყოფის მექანიზმები;
- შეიქმნება ბავშვის მხარდაჭერის სისტემა, რაც ხელს შეუწყობს ბავშვებს, მათ შორის გარკვეული სირთულეების მქონე ბავშვების საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას;
- შეიქმნება ბავშვის ინტერნეტიდან და მასმედიიდან მომდინარე ძალადობის, უხამსობის და სხვა მავნე შინაარსისგან დაცვის სისტემა;
- შეიქმნება მექანიზმები ბავშვის განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის უფლების რეალიზების;
- შეიქმნება ბავშვის ძალადობისაგან დაცვის პრევენციის მექანიზმები, მათ შორის ბავშვთა შორის ჩაგვრა ე.წ. ბულინგი;
- ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე ზრუნვა სისტემურად მოხდება ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე.
ამავე თემაზე:
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები