"ერთად ერთის წინააღმდეგ!" — #სირცხვილიას საპროტესტო აქცია ბათუმშიც გაიმართება
მოძრაობა #სირცხვილიას საპროტესტო აქცია "ერთად ერთის წინააღმდეგ" თბილისთან ერთად ბათუმშიც გაიმართება. აქცია დღეს, 20 სექტემბერს, ევროპის მოედანზე, 19:00 საათზე დაიწყება.
"დღეს კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ გვინდა დასავლური ღირებულებები, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და უარს ვამბობთ რუსულ გავლენაზე; რომ გვინდა კანონის უზენაესობა და სამართლიანი სასამართლო სისტემა; რომ გვინდა ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული მთავრობა; რომ გვინდა, დასრულდეს ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა; და ჩვენ გვაქვს ჩვენი გენგეგმა", — ნათქვამია ღონისძიების აღწერაში.
თბილისში აქცის რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 19:00 საათზე დაიწყება. დღევანდელის შემდეგ პარლამენტთან აქციები შეწყდება და მოძრაობის წევრები შეხვედრებს რეგიონებში გამართავენ.
#სირცხვილია და 20 ივნისის აქცია
სამოქალაქო პროტესტი რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტმა და პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან რუსულ ენაზე განცხადების გაკეთებამ გამოიწვია. შედეგად, გავრილოვმა საქართველო დატოვა, პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა. რუსეთმა საქართველოს "დასჯა განიზრახა" და სანქციების ბერკეტი აამოქმედა: რუსულ ავიახაზებს საქართველოში ფრენა აუკრძალა, რამდენიმე ღვინის ექსპორტიორი კომპანია დაბლოკა და აქციები "რუსოფობიად" მოიხსენია. ამის პარალელურად, დიპლომატიურმა კორპუსმა და მოქალაქეებმა ტურისტების მოზიდვის მიზნით დაიწყეს კამპანია #spendyoursummeringeorgia.
პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას წინ უსწრებდა 20 ივნისის ღამე, როცა შსს-ს სპეციალურმა რაზმმა აქცია ძალის გამოყენებით რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშალა. მათი პოზიციით, იგეგმებოდა საქართველოს პარლამენტზე, როგორც ინსტიტუტზე შტურმი და დამხობა. დაშლის დროს დაშავდა ასობით ადამიანი, მათგან ორმა თვალი დაკარგა. აქციის მონაწილეები აქციებს შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მართავდნენ, თუმცა, ქართულმა ოცნებამ ის 3 სექტემბერს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა. ამ დღიდან კი აქციაზე გახარიას პრემიერად წარდგენას აპროტესტებენ.
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
კომენტარები