ბათუმში Ad Black Sea 2019 – სარეკლამო ფესტივალი დასრულდა, ფესტივალის ფარგლებში საუკეთესო ქართული სააგენტო, დიზაინ სტუდიო და ყველაზე კრეატიული სააგენტო გამოვლინდა.

წელს ფესტივალში 20-ზე მეტი ქვეყნის სარეკლამო სააგენტოები მონაწილეობდა. Ad Black Sea უკვე მეხუთედ ტარდება და მიზანია ქვეყანაში კრეატიული ინდუსტრიის განვითარება და მისი საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა. ფესტივალის საუკეთესო სარეკლამო სააგენტო - Voskhod Agency. ფესტივალის საუკეთესო ქართული სააგენტო - Windfor’s. ფესტივალის საუკეთესო ქსელური სააგენტო - BBDO Group. ფესტივალის საუკეთესო დამოუკიდებელი სააგენტო - Voskhod Agency. ACAG-ის რეიტინგის მიხედვით წლის საუკეთესო დიზაინ სტუდიის წოდება Windfor's მოიპოვა. წლის საუკეთესო კრეატიული სააგენტო Redberry გახდა.