5 ფაქტი, რომელიც ემის ტრიუმფატორ ფიბი უოლერ-ბრიჯის შესახებ უნდა ვიცოდეთ

ფოტო: Matt Baron / Shutterstock
Emmy-ის რიგით 71-ე დაჯილდოების ცერემონიალზე ერთ-ერთი ტრიუმფატორი კომედიური სერიალი Fleabag გახდა: ამ ჟანრში მან ისეთ პოპულარულ სატელევიზიო შოუებს აჯობა, როგორებიცააVeep და The Marvelous Mrs. Maisel.
სერიალის ამ თვალისმომჭრელი წარმატების ცენტრში კი ფიბი უოლერ-ბრიჯი იყო, რომელიც ერთდროულად ამ საოცრად სახალისო და თან ემოციური სერიალის შემქმნელი და მთავარი როლის შემსრულებელიცაა.
გარდა იმისა, რომ ახალგაზრდა ინგლისელმა მსახიობმა და პროდიუსერმა ემის ცერემონიალი სამი ჯილდოთი დატოვა, მის შესახებ კიდევ სხვა ხუთ საინტერესო ფაქტზე მოგითხრობთ.
1. ის სცენარისტიცაა

ფოტო: BBC
მსახიობობასთან ერთად, ის განსაკუთრებით ნიჭიერი სცენარისტია: როგორც Vulture-თან ინტერვიუში უოლერ-ბრიჯმა აღნიშნა, უკვე არაერთი ჯილდოს მფლობელი სერიალის, Fleabag-ის შექმნის იდეა იმ ღამით გაუჩნდა, როდესაც მეგობარს ათწუთიანი ისტორიების მოყოლაში ეჯიბრებოდა. უნიკალური თხრობის სტილითა და მნიშვნელოვანი თემატიკით სავსე სცენარის დაწერის შემდეგ კი თავადვე ითამაშა მის მიერ შექმნილი გმირის როლი:
"ძალიან მეშინოდა, მაგრამ მაინც დავთანხმდი ამ გამოწვევას. მანამდე არასდროს მითამაშია ასეთი გამომწვევი, მოურიდებლად საშიში ქალის როლი".
2. ფლიბეგი დასრულდა

ფოტო: BBC
სერიალს, რომელმაც სულ ცოტა ხანში მოინადირა მილიონობით მაყურებლის გული, მხოლოდ ორი სეზონი აქვს და სამომავლო გეგმებზე გავრცელებული ჭორების მიუხედავად, ფიბიმ ემის დაჯილდოებაზე განაცხადა, რომ შოუ ამით დასრულდება:
"ალბათ, ეს ყველაზე მშვენიერი გზაა, რომ ამ ყველაფერს დავემშვიდობო. ისტორია უკვე სრულყოფილია".
3. ფიბი Killing Eve-ს ავტორიცაა

ფოტო: Rex Features
ის სატელევიზიო სამყაროში უკვე ნამდვილი ვარსკვლავია: ფიბი უოლერ-ბრიჯი Fleabag-თან ერთად კიდევ ორ ცნობილ სერიალზე მუშაობდა: Crashing და Killing Eve. სულ მალე კი HBO-ზე მისი მეოთხე სატელევიზიო შოუს, Run-ის პრემიერა შედგება.
4. ცნობილი ხმაა
კინოსამყაროში კიდევ სხვა დროსაც გინახავთ ან მოგისმენიათ მისი ხმა: უოლერ-ბრიჯი განსაკუთრებით ცნობილი თავისი სატელევიზიო შოუებითაა, თუმცა ის, შესაძლოა, დიდ ეკრანზეც გიხილავთ. ფიბი თამაშობდა ისეთ ფილმებში, როგორებიცაა The Iron Lady და Goodbye Christopher Robin. ხოლო ბლოკბასტერში Solo: A Star Wars Story ანდროიდ L3-37-ს გამხმოვანებელია.
5. ფიბი 007

ფოტო: Amazon
შემდეგი აგენტი 007-ის ბედი მის ხელთაა: ჯეიმს ბონდის საკულტო ფილმების შემდეგ 25-ე ნაწილის - No Time to Die - სცენარზე სწორედ ფიბი უოლერ-ბრიჯი იმუშავებს. ფილმის პრემიერა 2020 წელსაა დაგეგმილი.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები