ცნობილი მწერლების სახლ-მუზეუმები, რომელთა მონახულებაც მოგზაურობისას შეგიძლიათ
მოზაურობისას ყველას თავისი მიზეზი აქვს, თუ რატომ სურს კონკრეტულად რომელიმე ადგილის მონახულება: ზოგიერთს ამა თუ იმ ქვეყნის კლიმატი და ბუნება იზიდავს, სხვას კულტურული ღირსშესანიშნაობები და ისტორიული ძეგლების დათვალიერება ხიბლავს, გურმანებს კი ერთი სული აქვთ ადგილობრივი სამზარეულო დააგემოვნონ. აი, ლიტერატურის მოყვარულების სამოგზაურო მიზნებზე კი იშვიათად ამახვილებენ ყურადღებას, არადა, გარდა იმისა, რომ მოგზაურობა ახალი წიგნების წასაკითხად ზედგამოჭრილი საბაბია, ამასთანავე ერთგულ მკითხველებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის საყვარელი ან ლიტერატურის ისტორიაში მნიშვნელოვანი მწერლების სახლ-მუზეუმები მოინახულონ.
აი, რამდენიმე მათგანი, რომლებიც თქვენს სამოგზაურო დანიშნულების ადგილების შეგიძლიათ შემატოთ:
ანე ფრანკის სახლ-მუზეუმი, ამსტერდამი, ჰოლანდია
ალბათ, სულაც არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ მწერლებს შორის ანე ფრანკის სახლი ყველაზე მეტ დაინტერესებას იწვევს და ყოველწლიურად მილიონობით დამთვალიერებელს მასპინძლობს. ამ პოპულარობის საიდუმლო მისი მსოფლიოში სახელგანთქმული დღიურია: 14 წლის ებრაელი გოგონა ამსტერდამში, ამ უკვე ცნობილ სახლში მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტებს ოჯახთან ერთად ემალებოდა და დღიურში სწორედ იქ მუდმივ შიშში გატარებული დღეების შესახებ გულახდილად გვიამბობს.
ფრანც კაფკას სახლ-მუზეუმი, პრაღა, ჩეხეთი
პრაღა დამთვალიერებლებს ყოველთვის იზიდავდა თავისი გამორჩეული არქიტექტურით, 2005 წლიდან კი ამ ქალაქში აუცილებლად სანახავ ადგილებს ფრანც კაფკას რესტავრირებული სახლ-მუზეუმიც შეემატა. თუ წაგიკითხავთ პროცესი, მეტამორფოზა და ამერიკა, პრაღაში მოგზაურობისას შესაძლებლობა გაქვთ ის ადგილი მოინახულოთ, სადაც ეს საკულტო ნაწარმოებები შეიქმნა.
თომას მანის სახლ-მუზეუმი, ლიუბეკი, გერმანია
მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ ნაწარმოებად აღიარებული ბუდენბროკები, როგორც ცნობილია, თავად მწერლის, თომას მანის ოჯახის ისტორიის ერთგვარი ინტერპრეტაციაა. გერმანიაში მოგზაურობისას კი შეგიძლიათ სწორედ ის როკოკოს სტილით ნაგები გრანდიოზული შენობა მოინახულოთ, რომელიც არა მხოლოდ ამ ცნობილი რომანის ერთგვარი შთაგონების წყაროა, არამედ ამ სახელოვანი მწერლის მშობლიური სახლიცაა.
მარსელ პრუსტის სახლ-მუზეუმი, ილიე-კომბრე, საფრანგეთი
ცნობილ ფრანგ მწერალს, მარსელ პრუსტს ბავშვობაში ასთმა აწუხებდა, რის გამოც ზაფხულისა და ზამთრის არდადეგებს ხშირად საფრანგეთის ჩრდილოეთით, ქალაქ ილიეში ატარებდა. იქაური მოგონებები იმდენად გარდამტეხი აღმოჩნდა მისთვის, რომ თავის შვიდი ნაწილისგან შემდგარ წიგნების სერიაში დაკარგული დროის ძიებაში მოქმედება ძირითადად სწორედ იქ ვითარდება, ოღონდ მწერალი წიგნში მას კომბრედ მოიხსენიებდა. ეს სახელი კი მკითხველებში იმდენად პოპულარული გახდა, რომ 1971 წელს მწერლის საპატივცემოლოდ იქაურობას ილიე-კომბრე დაარქვეს.
ვირჯინია ვულფის სახლ-მუზეუმი, როდმელი, ინგლისი
ინგლისის ისტორიულ რეგიონში, აღმოსავლეთ სასექსში არის ერთი პატარა სოფელი როდმელი, რომელშიც 1919 წელს ვირჯინია ვულფმა და მისმა ქმარმა, ლეონარდ ვულფმა მეთექვსმეტე საუკუნეში აგებული სახლი შეიძინეს და ლონდონიდან იქ გადაცხოვრდნენ. სწორედ ამ სახლში ხდებოდა ხშირად ცნობილი "ბლუმსბერის ჯგუფის" შეხვედრები და მძიმე დეპრესიით დაავადებული ვირჯინია ვულფიც სიცოცხლის ბოლომდე იქ ცხოვრობდა.
გაინტერესებს, სად უნდა იპოვო ყველზე იაფი ავიაბილეთები? Aviabiletebi.org სწორედ ამისთვის შექმნილი პლატფორმაა. მისი აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ისე iOS სისტემისთვის საშუალებას გაძლევთ, ბილეთების გარდა, ერთ სივრცეში მოძებნოთ სასტუმროებიც, ჰოსტელებიც და Airbnb-ის ბინებიც.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები