გაბინაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოში სასამართლოს თავისუფლების ხარისხი ევროკავშირის ქვეყნებს უტოლდება
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი მერაბ გაბინაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლოს თავისუფლების ხარისხი "საშუალო ევროპულ და მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებს" უტოლდება. მეტიც, ის ფიქრობს, რომ "ბევრ ქვეყანაზე წინ ვდგავართ" და არგუმენტად საქართველოში სასამართლოსადმი ნდობის მაჩვენებელს ასახელებს.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, რომან გოცირიძის კითხვაზე, არის თუ არა ქვეყანაში სასამართლო დამოუკიდებელი, ის პასუხობს:
"სასამართლო სისტემის თავისუფლება და დამოუკიდებლობა გაზომვადი ხარისხია, აბსოლუტური სუბსტანცია არ არის. ვერასოდეს ვერ იქნება ვერცერთ ქვეყანაში აბსოლუტური სუბსტანცია".
მერაბ გაბინაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს უვადო მოსამართლეა. ის ერთ-ერთია იმ მოსამართლეებიდან, რომლებიც პარლამენტში წარდგენილ სადავო სიაში იყო. სწორედ ეს სია გახდა მმართველ პარტიაში განხეთქილების და არასამთავრობოების კრიტიკის მიზეზი. სიაში მყოფი მოსამართლეები ე.წ. კლანის წევრებად მოიაზრებოდნენ.
2006-2012 წლებში გაბინაშვილი მოსამართლედ მუშაობდა გორისა და ზესტაფონის რაიონულ და ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. 2019 წლის 2 ივლისს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილმა განიხილა პარლამენტის დეპუტატის, ნიკა მელიას საქმე და საქალაქო სასამართლოს მიერ შეფარსებული აღკვეთი ღონისძიება, 30 ათასი ლარის ოდენობით გირაო და დამატებითი შეზღუდვები, ძალაში დატოვა.
მერაბ გაბინაშვილი 2013-2017 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. ამავე პერიოდში თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და გამჟღავნდა მოსამართლეთა საგამოცდო ტესტები.
საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ექსპერტები მიუთითებენ იმაზე, რომ მერაბ გაბინაშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის პერიოდში აქტიურად გამოიყენებოდა მოსამართლეთა უკონკურსოდ გადაყვანისა და დაწინაურების მექანიზმი. მოსამართლე გაბინაშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის პერიოდში საბჭომ მხარი დაუჭირა ლევან მურუსიძისა (3 წლის ვადით) და მიხეილ ჩინჩალაძის (უვადოდ) თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებად გამწესებას.
ამავე თემაზე:
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები