დემოკრატებმა კონგრესში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს
აშშ-ს კონგრესში წარმომადგენლობითმა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა. პროცედურის დაწყება დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სატალეფონო საუბრის გარშემო არსებულ სკანდალს უკავშირდება. დემოკრატები, რომლებიც ქვედა პალატას აკონტროლებენ, დონალდ ტრამპს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ.
"წარმომადგენლობითი პალატა იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ გამოძიებას იწყებს. მითითებას ვაძლევ ექვს კომიტეტს, რათა საკუთარი გამოძიება ჩაატარონ", — განაცხადა პელოსიმ.
დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეფონით 25 ივლისს ისაუბრეს. აღნიშნული სატელეფონო საუბრის შემდეგ ერთ-ერთმა თანამშრომელმა ანონიმურად იჩივლა, რის გამოც ამერიკული სპეცსამსახურის ინსპექტორმა შიდა გამოძიება დაიწყო. თანამშრომლის საჩივრის შესახებ ინსპექტორმა კონგრესს აგვისტოში შეატყობინა, თუმცა მისი შინაარსი კანონიდან გამომდინარე ვერ შეატყობინა. აღნიშნულმა კი დემოკრატებში ეჭვები გააჩინა.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ზელენსკისთან საუბრამდე ერთი კვირით ადრე ტრამპმა პირადად გასცა ბრძანება, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარება შეეჩერებინათ. აშშ-ს პრეზიდენტმა დახმარების შეჩერება აღიარა და გადაწყვეტილება დაასაბუთა იმით, რომ ევროპის სხვა ქვეყნები, როგორიცაა გერმანია და საფრანგეთი, უკრაინას არასათანადოდ ეხმარებიან. სექტემბრის შუა რიცხვებში კი 400 მილიონი დოლარის დახმარება უკრაინამ, საბოლოოდ, მიიღო.
ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში ტრამპმა ითხოვა, რომ დიდი ყურადღება დაეთმო კორუფციასთან ბრძოლას და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის საქმიანობის გამოძიებაზე მიუთითებდა. ტრამპის მტკიცებით, მისი მხრიდან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და საზოგადოებას დაჰპირდა, რომ საუბრის სტენოგრამას გაასაჯაროებდა. ზეწოლას უარყოფდა უკრაინული მხარეც.
ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მთავარ კონკურენტად განიხილება. მისი შვილი ჰანტერ ბაიდენი 2014-2019 წლებში კომპანია ბურისმაში დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. ყოფილმა გენპროკურორმა ვიქტორ შოკინმა კომპანიის მფლობელის, ნიკოლაი ზლოჩევსკის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. უკრაინის ხელისუფლებამ ბურისმას საქმე 2017 წელს დაასრულა და ვერანაირი დარღვევა ვერ გამოავლინა.
შოკინის საქმიანობით დასავლეთში ბევრი ლიდერი იყო უკმაყოფილო, რადგან ამბობდნენ, რომ ის კორუფციას არასათანადოდ იძიებდა. 2015 წლის დეკემბერში კიევში ვიზიტისას ჯო ბაიდენმა შოკინის გათავისუფლებაც მოითხოვა. საბოლოოდ გენპროკურორი თანამდებობიდან 2016 წელს გადააყენეს.
წარმომადგენლობით პალატას იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად მხოლოდ ხმათა უმრავლესობა სჭირდება. თუმცა ამის შემდეგ პრეზიდენტის საკითხს სენატი განიხილავს და იქ უკვე იმპიჩმენტისთვის ხმების ორი მესამედია საჭირო. კონგრესის ზედა პალატაში უმრავლესობას დონალდ ტრამპის თანაპარტიელი რესპუბლიკელები წარმოადგენენ.
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები