ზელენსკიმ ასამბლეის ტრიბუნიდან მსოფლიო ლიდერებს ორგანიზაციის შექმნის იდეა შეახსენა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეის ტრიბუნიდან ორგანიზაციას თავისი ვალდებულებები და შექმნის იდეა შეახსენა. ზელენსკიმ 15-წუთიან გამოსვლაში რუსულ აგრესიასა და უკრაინის ოკუპაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მსოფლიო ლიდერები ვალდებულები არიან უბრალო საუბრების ნაცვლად, ცვლილებებისთვის იბრძოლონ.
"ამ, მსოფლიოს ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან ისმის მოწოდებები და ინიციატივები სამართლიანი ცვლილებებისკენ. მოვიდა დრო, რომ ეს სიტყვები ყოველთვის განმტკიცდეს საქმით. რადგან თანამედროვე სამყაროში ადამიანის სიცოცხლე ათი დოლარი ღირს და სიტყვებმა ფასი დაკარგეს.
გავიხსენოთ, რა მიზნით შეიქმნა 1945 წელს გაერო? ეს იყო საერთაშორისო მშვიდობის მხარდაჭერა და გაძლიერება. მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა საფრთხეშია საერთაშორისო უსაფრთხოების საფუძველი?"
უკრაინის პრეზიდენტმა ასამბლეაზე მყოფ მსოფლიო ლიდერებს უთხრა, რომ ისინი ტრიბუნას არასწორად იყენებენ.
"მოდი საკუთარ თავს ვუპასუხოთ, რას აძლევს კაცობრიობას ჩვენი შეხვედრები? თუ ვინმესთვის ეს მხოლოდ პოლიტიკური თეატრია, სადაც თამაშობენ როლებს და საუბრობენ გეგმებზე, რომელსაც შემდეგ ბნელი საქმეებით გადაფარავენ?
ეს არ არის უბრალო ტრიბუნა. ეს სცენა არ არის და არც შვიდ მილიარდ-ნახევარი ადამიანია მაყურებელი. ისინი რეალური ცხოვრების მონაწილეები არიან და ცხოვრების სცენარის საფუძვლები სწორედ აქ იქმნება."
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეჭვქვეშ არ აყენებს საერთაშორისო ორგანიზაციების ავტორიტეტს, მაგრამ აუცილებელია იმის აღიარება, რომ მისი მუშაობის მექანიზმი იდეალური არ არის.
"ისინი იწყებენ გაჭედვას, რაც ნიშნავს, რომ განახლება სჭირდებათ. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, გულახდილები ვიყოთ, არის დღეს ერები გაერთიანებული? და ასე რომც იყოს, რა აერთიანებთ მას? ეს არის უბედურება, კატასტროფები და ომი."
მანვე თქვა, რომ უკრაინას, როგორც ოკუპირებულ ქვეყანას უფლება აქვს ხმამაღლა ისაუბროს სამყაროს განვითარების ახალ წესებზე, სადაც ბირთვული პოტენციალი არ იქნება გადამწყვეტი.
"უკრაინა ყოველთვის აჩვენებდა სამყაროს, რომ მზად არის ცივილური გზით შეინარჩუნოს მშვიდობა და დგამდა ნაბიჯებს საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. მაგალითად, როცა უარი თქვა ბირთვულ პოტენციალზე, რომელიც მაშინ უფრო დიდი იყო ვიდრე დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის ან ჩინეთის ერთად აღებული.
იმიტომ, რომ ჩვენ გვეგონა, რომ ვაშენებთ ახალ სამყაროს, რომელშიც იმისთვის, რომ შენი აზრი მოისმინონ არ არის საჭირო ბირთვული იარაღი. სამყაროს, რომელშიც შენ გაფასებენ სენი საქმისთვის და არა ბირთვული რაკეტის გამო.
ბოლოს და ბოლოს ამ ახალ სამყაროში ჩვენმა სახელმწიფომ დაკარგა ტერიტორია და ყოველდღიურად კარგავს მოქალაქეებს. სწორედ ამიტომ, ვის თუ არა უკრაინას აქვს დღეს უფლება ილაპარაკოს თანამედროვე სამყაროს წესების გადაფასებაზე?!"
საუბრის დასასრულს კი უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ სურვილი აქვს მისი 15-წუთიანი გამოსვლა ისტორიაში შევიდეს, როგორც "15 წუთი, რომელმაც სამყარო შეცვალა", თუმცა აღნიშნა, რომ ეს შეუძლებელია.
"ქცევითი თეორიები ამბობს, რომ ომი ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ სამყარო იცვლება და ადამიანიც იცვლება მასთან ერთად. თუ ოდესღაც ჩვენ ვისწავლეთ წერა, მათემატიკა, გამოვიგონეთ ბორბალი, პენიცილინი და დავიპყარით კოსმოსი, ეს ნიშნავს, რომ კაცობრიობას ისევ აქვს შანსი...
ზოგიერთები დღეს ამბობენ: მესამე მსოფლიო ომი არ იქნება. ეს იქნება ბოლო მსოფლიო ომი. იმედი მაქვს, რომ ეს ფრაზა პლანეტისთვის საფრთხის აღქმაა და არა ანონსი. გმადლობთ".
გაიგეთ მეტი ზელენსკის გამოსვლაზე:
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები