მეკლდეურების თქმით, ჭიათურაში სასულიერო პირები კლდეზე ცოცვას უკრძალავენ
ჭიათურაში, კაცხის სვეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ სადაც კაცხის მონასტერი მდებარეობს, სამღვდელოების ნაწილმა კლდეზე მცოცავებს ვარჯიში აუკრძალა. ამის შესახებ On.ge-ს ერთი-ერთმა მეკლდეურმა, ნუცა ხუციშვილმა განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული საცოცი ტრასები წლების წინ თავისივე ხარჯებით მოაწყვეს, თუმცა ამჟამად ტერიტორიას სასულიერო პირებმა ღობე შემოავლეს:
"ჩემი მეგობარი გუგა დაბრუნდაშვილი თავისი სახსრებით და ძალებით აშენებდა ამ კედლებს. ამ ყველაფერს გვართმევენ ახლა ერთ დღეში. გვეუბნებიან, რომ ეს არის მონასტრის ტერიტორია და აღარ შეგვიძლია იქ ვარჯიშის გაგრძელება".
ნუცა ხუციშვილი თქმით, პროცესი დაახლოებით 1,5 წლის წინ დაიწყო. ის ამბობს, რომ არ შეეგუება ამ ტერიტორიის დათმობას და იმედია აქვს, მეკლდეურთა ფედერაციის წარმომადგენელი დაელაპარაკება საპატრიარქოს. ხუციშვილი არ გამორიცხავს აქციის გამართვასაც.
კაცხში დაწესებული შეზღუდვით უკმაყოფილოა კიდევ ერთი მეკლდეური ანა დულარიძე, რომელიც ჭიათურის რაიონიდან დღეს, 2 ივნისს დაბრუნდა და თან წამოიღო კლდეზე დამაგრებული ყველა ის აღჭურვილობა, რომლის საშუალებითაც მეკლდეურები სარგებლობდნენ.
ანა დულარიძის თქმით, კაცხის მიმდებარე ტერიტორიაზე კლდეზე ცოცვას სასულიერო პირები უშლიან ხელს, რადგან ტერიტორია შემოღობეს და მშენებლობა დაიწყეს. შემოღობილ ტერიტორიაზე კი მოხვდა ის კლდეები, რომლითაც მეკლდეურები სარგებლობდნენ:
"როგორც თვითონ ამბობენ ჩვენ მათ ვაწუხებთ, არ მოსწონთ რომ ვცოცავთ შორტით, თუ მაისურით. ბოლო ორი წელია აქტიურად მიდის ამაზე საუბარი. სიტუაცია ამჟამად ასეთია: ტერიტორიაზე არ გვიშვებენ თავისუფლად და ამის გამო ჩვენც აღარ მოგვწონს იქ არსებული სიტუაცია. მაგალითად, მაისურით ვცოცავდით და გვითხრეს, რომ ჩაგვეცვა. დღეს კლდიდან ჩამოვხსენით დაცვის საშუალებები, რომლის გამოყენებითაც ვცოცავთ და ეგ თუ არ გვექნება ე.ი. იქ ვეღარ ავალთ".
ნუცა ხუციშვილის თქმით, მეკლდეურები კაცხის სვეტზე ცოცვაში ათწლეულების წინ ვარჯიშობდნენ, რის შემდეგაც სასულიერო პირებმა დაიკავეს კაცხის სვეტი, შემოსაზღვრეს ტერიტორია: "მერე დაიწყეს საუბარი, რომ აქ გოგოების გაჩერება არ შეიძლებაო იმიტომ, რომ მამათა მონასტერი არისო. ჩვენ ველოდებოდით ფედერაციის პასუხს, რომ რაღაც მოგვემოქმედებინა, თუმცა ფედერაციამ არაფერი არ მოიმოქმედა, ამის შემდეგ ბიჭებსაც აუკრძალეს ვარჯიში და ცოცვა იმ ტერიტორიაზე. კაცხის სვეტიდან მოშორებით 500 მეტრში, სხვა საცოცი კედელიც არის, რომელსაც კანიონს ვეძახით. მის თავზე კაცხის სვეტის მონასტრიდან გაძევებულმა მამა მაქსიმემ დაიწყო ეკლესიის აშენება და ის ტერიტორიაც შემოსაზღვრეს. არც იქ დაგვედგომება და არც კაცხის ტერიტორიაზე, ანუ საერთოდ გამოგვაძევეს ჭიათურიდან".
საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა მამა მიქაელ ბოტკოველმა On.ge-სთან საუბარში თქვა, რომ ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ხდება ჭიათურაში, არ აქვს, თუმცა მისი აზრით, შესაძლოა ადგილობრივი სამღვდელოება უსაფრთხოების მიზეზით არ აძლევს მცოცავებს ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას:
"იქ რა ხდება ზუსტად არ ვიცი, ალბათ, ერთადერთი მიზეზია უსაფრთხოება, ხომ შეიძლება რომ თუ ეს მართლაც საპატრიარქოსთვის გადაცემული მიწაა და ეს კოშკი ხომ შემაღლებულ ადგილზეა, რაიმე რომ დაემართოთ ადამიანებს, პასუხს ვის მოსთხოვენ? სხვა კლდე არ არის რომ იქ არ ივარჯიშონ? თუ იქ სიწმინდეა, ტაძარია, იქ რატომ უნდა ივარჯიშონ?".
-
გადახედვათქვენ გგონიათ, რომ წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ჩვენ გავიმარჯვებთ! თქვენ გგონიათ, რომ წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ჩვენ გავიმარჯვებთ!
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
კომენტარები