სააკაშვილი ბოკერიას "ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისგან დისტანცირების" გამო აკრიტიკებს
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოფილ თანაგუნდელს და ამჟამად ევროპული საქართველოს ლიდერს, გიგა ბოკერიას აკრიტიკებს. სააკაშვილი მას ბრალს დებს "ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისგან დისტანცირებაში". ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.
სააკაშვილს მთავარი აქცენტების წამყვანებმა ევროპულ საქართველოსთან განსხვავებაზე დაუსვეს კითხვა, რის პასუხადაც მან იმის მტკიცება დაიწყო, რომ შეიძლება ბევრს არ სჯერა, მაგრამ ქრისტიანია და ჯვარსაც ატარებს. მისი თქმით, სწორედ ეს არის ფუნდამენტური განსხვავება ბოკერიასთან.
"ბოკერიას ჰქონდა მთელი ეს წლები განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულება ქართული ტრადიციებისა და ფასეულობების მიმართ. ჩვენი ფასეულობები, რომელიც ჩვენთვის არის უძვირფასესი... ბოკერია არის ყველაფერი, პრინციპში, რაც არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ", — განაცხადა სააკაშვილმა.
გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა, ნიკა გვარამიამ მას უთხრა, რომ ეს პოპულისტურ განცხადებად ჟღერდა, თანაწამყვანმა, ეკა კვესიტაძემ კი განუმარტა, რომ იმავე რიტორიკით და უარგუმენტოდ საუბრობდნენ ქართული მარში და სხვა ანტიდასავლური ორგანიზაციები ბოკერიაზე და თავად სააკაშვილზეც. პასუხად სააკაშვილმა თქვა, რომ ის ბოკერიას არ ჰგავს, რადგან 600 ეკლესია აქვს აშენებული, მათ შორის ბაგრატის ტაძარი.
"რას ნიშნავს პოპულისტური? დასავლეთი დგას ტრადიციულ ფასეულობებზე, დგას ოჯახურ ფასეულობაზე, რელიგიურ ფასეულობაზე", — განაცხადა მან.
მოგვიანებით სააკაშვილმა განმარტა, რომ ეს არ ეხება მთელ ევროპულ საქართველოს და მსგავსი პრეტენზიები კონკრეტულად ბოკერიასთან აქვს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სააკაშვილი გიგა ბოკერიას და მის თანაგუნდელებს კრიტიკულად მოიხსენიებს.
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები