ცნობილი ამერიკელი მომღერლის, მრავალფეროვანი ჟანრობრივი შემოქმედების მქონე კანიე ვესტის ახალ ალბომს მსმენელები დიდი ხანია ელოდებიან. აგვისტოში მისმა ცოლმა და პოპულარულმა სატელევიზიო სახემ, კიმ კარდაშიანმა ტვიტერის საშუალებით პირველმა დააანონსა ალბომის გამოსვლის თარიღი - 27 სექტემბერი - და მასში შესული სიმღერების სრული სიაც.

View this post on Instagram

🙏🏼 9.27.19 🙏🏼

A post shared by Kim Kardashian West (@kimkardashian) on

მიუხედავად იმისა, რომ მომღერლის ერთგული მსმენელები მოუთმენლობისგან ლამის წუთებს ითვლიან, როგორც ექსცენტრიკული ხასიათის მქონე ვესტს სჩვევია, გამოსვლის თარიღი გაურკვეველი მიზეზით გადადო. თუმცა, სანუგეშოდ მათთვის ერთი კარგი ახალი ამბავია: IMAX-ის განცხადებით, სულ მალე კინოთეატრებში კანიე ვესტის შესახებ დოკუმენტური ფილმი გამოვა, რომელსაც მისი ახალი ალბომის მსგავსად Jesus Is King ერქმევა. ფილმის პრემიერა 25 ოქტომბერს შედგება და ის, სავარაუდოდ, მომღერლის ახალ ალბომზე მუშაობის პროცესს ასახავს.

ფოტო: IMAX