წიგნის ახალი გზა ეროვნული ბიბლიოთეკის განახლებულ სივრცეში
30 სექტემბერს 16:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში (გუდიაშვილის ქ. 5), რესტავრირებულ და განახლებულ სივრცეში, ბეჭდური და ელექტრონული გამოცემების რეგისტრაციის ცენტრი გაიხსნება.
ცენტრში განთავსდება წიგნების დაკომპლექტების განყოფილება, კლასიფიკაციისა და კატალოგიზაციის განყოფილება, ფონდებისა და კატალოგების ორგანიზებისა და დაცვის განყოფილბა, ISBN წიგნის, ISMN მუსიკალური გამოცემების, ISSN სერიული გამოცემების საერთაშორისო სტანდარტული ნომრების განყოფილება. ამით ასრულდება დიდი ხნის ნატვრა, რომ ბიბლიოთეკაში წიგნის შემოსვლისა და დამუშავების პროცესი ერთ სივრცეში განხორციელდეს.
ჯერ კიდევ 1931 წელს, როდესაც ამ შენობაში ბიბლიოთეკა გაიხსნა, ბიბლიოთეკის ლეგენდარული დირექტორის, გიორგი გეხტმანის, გეგმა იყო, რომ წიგნის გზა "ერთ სიბრტყეზე" ყოფილიყო. ამ მოთხოვნას საბჭოთა მთავრობამ ყურადღება არ მიაქცია. ამ საკითხზე გეხტმანსა და მაშინდელ განათლების მინისტრს შორის სიტყვიერი შელაპარაკებაც კი მოხდა, რის გამოც გეხტმანი ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შემდეგში, ბიბლიოთეკის არაერთხელ გაფართოების მიუხედავადაც, ვერ მოხერხდა ამ გეგმის განხორციელება. გეხტმანის აზრით, ბიბლიოთეკის დაკომპლექტებისა და წიგნის დამუშავების ცენტრი პირველი კორპუსის სწორედ ამ ცალკე ფლიგელში, ცალკე შემოსასვლელით უნდა განთავსებულიყო. ამით ერთმანეთისაგნ გაიმიჯნებოდა მკითხველის მომსახურება და ფონდების დამუშავების პროცესი.
დღეისათვის შენობის ეს ნაწილი პირვანდელი სახითაა აღდგენილი და გეხტმანის გეგმაც განხორციელებულია. სიახლეა ის, რომ ფოიეს იატაკის მოზაიკა ტაო - კლარჯეთში (დღევანდელი თურქეთი) მდებარე იშხნის ტაძრის იატაკის ფრაგმენტების მიხედვითაა შესრულებული. ამდენად, ბიბლიოთეკის სტუმრებს, წიგნების გარდა, ჩვენი უძველესი ტაძრის იატაკის ასლიც შეუძლიათ ნახონ.
"მორიგი დიდი და ისტორიული ამბავი ეროვნული ბიბლიოთეკისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის - დღეს საქართველოს ბეჭდური და ელექტრონული გამოცემების რეგისტრაციის ცენტრს გავხსნით. ჩვენი შესანიშნავი თანამშრომლების თავაუღებელი მუშაობის კიდევ ერთი ნაყოფი - იშხნის მონასტრის იატაკის ულამაზესი ასლი, კედლების აღდგენილი მხატვრობა, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ოთახები - საერთაშორისო სტანდარტული ნომრების განყოფილება, ფონდებისა და კატალოგების ორგანიზებისა და დაცვის განყოფილება, დაკომპლექტების განყოფილება, კლასიფიკაციისა და კატალოგიზაციის განყოფილება. მოკლედ, გილოცავთ! კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით!", — აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები