წვევამდელების რეფორმისთვის ყველა რაიონში ფრონტ-ოფისის გახსნა გვინდა — ირაკლი ღარიბაშვილი
დღეს, 30 სექტემბრის მთავრობის სხდომაზე თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უწყების მთავარ პრიორიტეტად ჯარისკაცებზე ზრუნვა დაასახელა. მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ახალი იდეა გააჟღერა, რაც მისივე თქმით, წვევამდელების რეფორმას ითვალისწინებს:
"გვინდა დავამუშავოთ იდეა, რომელიც ითვალისწინებს ერთგვარ ფრონტ-ოფისის გახსნას ყველა რაიონში. ეს საწყისი იდეაა და ამაზე გვექნება კონსულტაციები მთავრობის ფორმატში, რომელიც ითვალისწინებს წვევამდელების რეფორმას".
ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე და უკვე გაჟღერებულ ინიციატივაზე, სამხედრო მრეწველობის შესახებ:
"ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება სამხედრო მრეწველობის მიმართულება, ასევე, ადგილობრივი წარმოების დაწყება. ასევე, წარმოგიდგენთ მნიშვნელოვანი იდეას, რეფორმების და განათლების მიმართულებით. ჩვენ ზრდა გვექნება განათლების კომპონენტში და კიბერუსაფრთხოებაში".
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თავდაცვის სამინისტროს ერთ- ერთი მთავარი მიზანი, სამხედრო მოსამსახურეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება იქნება:
"ჩემი მთავარი ამოცანა იქნება, რომ 2020 წელს მაქსიმალურად გავშალოთ ფრონტი და თითქმის ყველა ბაზაზე დავიწყოთ განახლება სამხედრო ბაზების, ყაზარმების, სველი წერტილების, სასადილოების თუ სხვა. მეორე მიმართულება იქნება ჯარისკაცების ეკიპირების გაუმჯობესება - ჩაცმულობა, ფეხსაცმელები და სხვა. კვება გახდება კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე არის დღეს... მინდა ვთქვა, რომ ხელფასების ზრდა გვაქვს გათვალისწინებული და მომავალ წელს ხელფასები 20 მილიონი ლარით იზრდება, წოდებისა და რანგის მიხედვით 100-500 ლარამდე იზრდება".
თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი განისაზღვრა 880 მილიონი ლარით, აქედან 25 მლნ ლარით დამატებით იქნება დაფინანსებული საბიუჯეტო სახსრებიდან. გასულ წელს იყო 820 მილიონი, 2020-ში იქნება 845 მილიონი.
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები