ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი წარმოგიდგენთ უნივერსიტეტების ვიდეო-მიმოხილვების სერიას, რომელიც გაგაცნობთ 5 ოქტომბერს განათლების საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეებს.

EU ბიზნეს სკოლა წარსულში ცნობილი, როგორც ევროპის უნივერსიტეტი არის შვეიცარული საგანმანათლებლო დაწესებულება. ის ჟენევაში დაარსდა. მას ასევე აქვს კამპუსები მონტროში (შვეიცარია), ბარსელონაში (ესპანეთი) და მიუნხენში (გერმანია). უნივერსიტეტს ასევე აქვს დისტანციური (ონლაინ) სწავლების პროგრამა.

სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე და ოთხივე კამპუსზე ისწავლება ყველა პროგრამა, რაც სტუდენტებს აძლევს საშუალებას, რომ ბაკალავრიატის სწავლის პერიოდში, 3 წლის განმავლობაში, ისწავლონ სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ერთსა და იმავე უნივერსიტეტში.

მაგისტრატურისა და MBA პროგრამის ხანგრძლივობა არის 1 წელი. სწავლის დაწყება შესაძლებელია ოქტომბერში, იანვარში ან მარტში. ბაკალავრიატის შემთხვევაში 2 დაწყების პერიოდია: ოქტომბერი და იანვარი. EU ბიზნეს სკოლას ასევე აქვს, საბაზისო, ე.წ. foundation კურსი მათთვის, ვისაც სურს ინგლისურის ან სხვა პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება სადიპლომო პროგრამაზე სწავლის დაწყებამდე.

უნივერსიტეტში დიდი ყურადღება ეთმობა თეორიული ცოდნის სტუდენტებისათვის გაზიარებას, მაგრამ ნებისმიერ პროგრამაში ხაზგასმულია სწავლის პრაქტიკული ასპექტი. სტუდენტები ინდივიდუალურად და ჯგუფურად მუშაობენ რეალურ ბიზნეს ქეისებზე, დადიან სხვადასხვა კომპანიაში და ეცნობიან მათ საქმიანობას. მათი პროფესორები კი ასევე დასაქმებულები არიან სხვადასხვა ინდუსტრიაში და აქვთ შესაძლებლობა, დააკავშირონ თეორიული ცოდნა სამუშაო გამოცდილებასთან. ბიზნეს სამყაროში ინფორმაცია უნდა იყოს მუდმივად განახლებადი და გამოყენებადი.

EU ბიზნეს სკოლის არჩევის შემთხვევაში LEAF უფასოდ გაგიწევთ სრულ დახმარებას სააპლიკაციო პროცესში.

დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ განათლების საერთაშორისო გამოფენას, 5 ოქტომბერს, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე სასტუმრო ჰოლიდეი ინში.