ენმ: კორცხელის ინციდენტის საქმე უნდა გადაკვალიფიცირდეს
პროკურატურა კორცხელის ინციდენტზე ბრალდებულებისათვის გირაოს შეფარდებას ითხოვს, თუმცა, ვინაიდან მას ჯერ სასამართლოსთვის არ მიუმართავს, უცნობია, როდის გაიმართება აღნიშნული პირები სასამართლო პროცესი.
თავის მხრივ, ნაციონალური მოძრაობა ბრალდებულებისათვის პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებას არაადეკვატურს უწოდებს და ამბობს, რომ საქმე უნდა გადაკვალიფიცირდეს. მათი თქმით, პირველ რიგში, ინციდენტის ორგანიზატორი უნდა დაისაჯოს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, თენგიზ გუნავა აცხადებს, რომ ენმ-ს ინფორმაციით, ინციდენტის უშუალო დამკვეთი ვიცეპრემიერი, კახა კალაძეა. მისი განმარტებით, სწორედ კალაძე იყო წამქეზებელი და მას ეკისრება მომხდარზე უშუალო პასუხისმგებლობა.
უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია კი ამბობს, რომ იმ პერიოდში, როდესაც მოქალაქეებზე უამრავი თავდასხმა ხორციელდებოდა, არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დგებოდა ხოლმე, აღნიშნული კი უპრეცედენტო შემთხვევაა:
"თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აქ, კანონის და სამართლის სიზუსტით მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება და სასამართლომ და გამოძიებამ მხოლოდ სამართლიანობისა და კანონიერების პრინციპით იხელმძღვანელოს".
რაც შეეხება რესპუბლიკელების პოზიციას, თამარ კორძაია ამბობს, რომ იმ პირობებში, როდესაც დღევანდელი ხელისუფლება და სამოქალაქო საზოგადოება ამბობს, რომ მაქსიმალურად ჰუმანური უნდა იყოს დევნის ორგანიზების საქმიანობა, არის ჩვეულებრივი და მისაღები:
"მაგრამ ასეთივე ჰუმანური უნდა იყო საგამოძიებო ორგანოები და პროკურატურა ყველა სამართალდარღვევის მიმართ და შეკითხვები აი ასეთ შემთხვევაში უნდა გაგვიჩნდეს იმიტომ, რომ პარლამენტთან მომხდარი აქციის დროს გირაოს კი არა, პატიმრობას ითხოვდნენ ამიტომ, თანასწორი მიდგომა, ჰუმანური მიდგომის თვალსაზრისით უნდა გამოიყენოს პროკურატურამ ყოველთვის".
კორცხელის ინციდენტში მონაწილე 6 პირს ბრალი 1 ივნისს წარედგინა. შსს-ს ცნობით, ინციდენტში მონაწილე 5 პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.
ერთ პირს კი ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით წარედგინა, რაც ხულიგნობას, ასევე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ხელისუფლების წარმომადგენლის ან ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებას გულისხმობს.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები