უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არჩევნების ჩატარებაზე ე.წ. შტაინმაიერის ფორმულას დათანხმდა
უკრაინაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე არჩევნების ე.წ. "შტაინმაიერის ფორმულით" გამართვის შესახებ მოქალაქეებმა გააპროტესტეს. ნაციონალისტებმა კიევში, პრეზიდენტის სასახლესთან მოწყობილ აქციაზე ზელენსკის გადაწყვეტილება "კაპიტულაციად" შეაფასეს. ისინი სკანდირებდნენ "არა ოკუპაციას".
დოკუმენტს ხელი პირველ ოქტომბერს უკრაინის წარმომადგენელმა, ლეონიდ კუჩმამ საკონტაქტო ჯგუფის ფორმატში მოაწერა. ამ შეთანხმების შემდეგ, სავარაუდოდ, ნორმანდიის სამიტი გაიმართება.
შტაინმაიერის გეგმა უკრაინის აღმოსავლეთით, სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებისთვის "განსაკუთრებული სტატუსის" მინიჭებას ითვალისწინებს. კანონი განსაკუთრებული სტატუსის შესახებ სამართლიანი არჩევნების ჩატარების შემდეგ ამოქმედდება.
პრეზიდენტი ზელენსკი მოსახლეობას დაპირდა, რომ ეს "არჩევნები იარაღის მუქარით არ ჩატარდება", "არ იქნება კაპიტულაცია" და მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს დაექვემდებარება.
რას გულისხმობს "შტაინმაიერის ფორმულა"
გეგმა გერმანიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრისა და ახლა უკვე პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის სახელს ატარებს და ის მოიცავს:
- უკრაინის კანონმდებლობით გამართულ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებში;
- ჩატარებული არჩევნების სამართლიანობის დადასტურებას ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მიერ;
- შედეგად, თვითმმართველი სტატუსის დაბრუნებას.
ფორმულის თანახმად, "განსაკუთრებული სტატუსი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ცალკეულ რაიონებში ძალაში შედის ადგილობრივი დროით 20 საათზე ვადამდელი არჩევნებისას, რომელიც ინიშნება და ტარდება უკრაინის კონსტიტუციისა და, ასევე, ზემოხსენებულ რეგიონებში ვადამდელი ადგილობრივი არჩევნების ჩატარების მარეგულირებელი უკრაინის სპეციალური კანონის შესაბამისად".
რუსეთმა უკრაინის ქმედება მოიწონა. კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა იმედი გამოთქვა, რომ ნორმანდიის სამიტი მალე გაიმართება.
ზელენსკის წინამორბედმა, პეტრო პოროშენკომ გარიგებას "პუტინის ფორმულა" უწოდა. მისი თქმით, "შტაინმაიერის ფორმულა" კრემლში შექმნეს და რუსულ ინტერესებს ატარებს.
-
გადახედვასაია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა საია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI
-
გადახედვასპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის
-
გადახედვა"აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება "აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვაზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
კომენტარები