ქართველ მწერალ ბექა ადამაშვილს ევროკავშირის ლიტერატურული პრიზი გადაეცა
ევროკავშირის ლიტერატურული პრიზი 2009 წლიდან გაიცემა და მისი მიზანი იმ მწერლების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაა, რომლებსაც საკუთარი წიგნი უკვე აქვთ გამოქვეყნებული, მაგრამ დიდი აღიარება ჯერ არ მოუპოვებიათ. წლევანდელი დაჯილდოების ერთ-ერთი გამარჯვებული კი ბექა ადამაშვილი გახდა, რომელიც პირველი ქართველი ავტორია, ვისაც ეს პრიზი გადაეცა.
ბექა ადამაშვილმა სადებიუტო რომანი ბესტსელერი 2014 წელს გამოაქვეყნა და მაშინვე მიიპყრო ქართველი მკითხველების ყურადღება თავისი უზომოდ დახვეწილი იუმორითა და ერთმანეთზე უფრო საინტერესო ლიტერატურული ალუზიებით. 2018 წელს გამოქვეყნებული მისი მეორე წიგნიც ამ რომანში ყველა კვდება ასეთივე პოპულარული გახდა მკითხველებში.
წელს კონკურსში 14 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას და თითოეულ მათგანში სპეციალურად შეიქმნა ადგილობრივი ჟიური, რომელმაც კონკრეტული ქვეყნის ერთი რჩეული ავტორი შეარჩია, რომელსაც მთავარი პრიზის მოსაპოვებლად უნდა ებრძოლა. საქართველოდან ასეთი ახალგაზრდა მწერალი, ბექა ადამაშვილი აღმოჩნდა და მისი ბოლო წიგნი ამ რომანში ყველა კვდება გამარჯვებულებს შორის აღმოჩნდა.
ბექა პროფესიით მარკეტერია, რაც მისი წერის სტილსაც განსხვავებულ ხიბლს მატებს. ეს ევროკავშირის ლიტერატურული პრიზის ჟიურისაც არ დარჩენია შეუმჩნეველი:
"მსოფლიო ლიტერატურის სიღრმისეული ცოდნა და იუმორის შესანიშნავი გრძნობა შერწყმულია მარკეტინგისა და რეკლამის უნარებთან, რაც ბექა ადამაშვილის შემოქმედებას განსაკუთრებულად სახალისოს ხდის".
გამარჯვებული ავტორების ნაწარმოებები მალე ითარგმნება და ერთ კრებულად გამოიცემა.
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
კომენტარები