ინდოეთში მაჰათმა განდის ფერფლი მოიპარეს
ინდოეთში მემორიალიდან მაჰათმა განდის ფერფლი მოიპარეს. პოლიციის ინფორმაციით, ქურდობა 2 ოქტომბერს, განდის დაბადების 150 წლისთავზე მოხდა. გარდა ამისა, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლის ფოტოზე მწვანე საღებავით "მოღალატე" დააწერეს.
მაჰათმა განდის ფერფლი მემორიალში 1948 წლიდან ინახება, მას შემდეგ რაც ის ექსტრემისტმა მოკლა. მისი ფერფლი, ინდუიზმის ტრადიციების საწინააღმდეგოდ, რამდენიმე ნაწილად დაანაწილეს. ერთ-ერთი ნაწილი კი მადჰია-პრადეშის შტატის მემორიალში ინახებოდა.
მაჰათმა განდი, რომელიც ცნობილია, როგორც ინდოეთის "ერის მამა" 1868 წლის 2 ოქტომბერს დაიბადა. ეს თარიღი ინდოეთში სამ ყველაზე მნიშვნელოვან სახელმწიფო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია, რომლის დროსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივი ღონისძიებები იმართება. 2007 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ კი სწორედ ამ დღეს განდის საპატივცემულოდ ძალადობის საწინააღმდეგო საერთაშორისო დღის აღნიშვნა დაიწყო.
მისი ნამდვილი სახელი და გვარი მოჰანდას კარამჩანდ განდია, რომელსაც მაჰათმა 1914 წელს შეარქვეს დიდი პატივისცემის ნიშნად — მაჰათმა ითარგმნება, როგორც დიადი სული.
ის იყო მწერალი, საზოგადოებრივი აქტივისტი და პოლიტიკოსი, რომელმაც არაძალადობრივი მეთოდებით გაილაშქრა ინდოეთში დიდი ბრიტანეთის კოლონიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ. მან უზარმაზარი როლი შეასრულა იმაში, რომ ინდოეთი გათავისუფლებულიყო ძალადობრივი მმართველობისგან და დამოუკიდებლობა მოეპოვებინა. სწორედ ამ ფაქტიდან მალევე, 1948 წლის 30 იანვარს განდი მოკლეს.
განდის შეხედულებებმა პოლიტიკაზე და ზოგადად კაცობრიობის შესახებ მისმა კეთილშობილურმა მსოფლმხედველობამ შემდეგში გავლენა მოახდინა ისეთ ცნობილ ადამიანებზე, როგორებიც არიან მარტინ ლუთერ კინგი, ნელსონ მანდელა და სხვა.
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები