მეცნიერებმა 2 000 ატომი ერთდროულად ორ ადგილას მოათავსეს — კვანტური ექსპერიმენტი
შეიძლება გსმენიათ შრედინგერის კატის ექსპერიმენტზე, რომელსაც ხშირად იყენებენ კვანტური მექანიკის პარადოქსის საილუსტრაციოდ: ამ ექსპერიმენტის თანახმად, ყუთში მყოფი კატა შეიძლება ერთდროულად ცოცხალი და მკვდარი იყოს.
ახლა კი მეცნიერებმა თეორიის შემოწმება 2 000 ატომისგან შემდგარ მოლეკულებზე შეძლეს.
კვანტური სუპერპოზიცია აქამდეც ბევრჯერ შეუმოწმებიათ შედარებით პატარა სისტემებზე, რის შედეგადაც ფიზიკოსებმა წარმატებით დაამტკიცეს, რომ ინდივიდუალურ ნაწილაკებს ერთდროულად ორ ადგილას შეუძლიათ ყოფნა, თუმცა ამჯერად მეცნიერებმა ჰიპოთეზა სხვა მასშტაბზე გადაიტანეს.
ექსპერიმენტის მთავარი არსი იმის დადგენა იყო, როგორ მუშაობს ფიზიკის ეს განშტოება და როგორ თავსდება კვანტური მექანიკის კანონები ფიზიკის კლასიკურ, ტრადიციულ კანონებთან.
ტრადიციულად, ეს ექსპერიმენტი მოიცავს სინათლის ინდივიდუალური ნაწილაკების (ფოტონების) პროექციას ორ ჭრილში. ფოტონები რომ უბრალო ნაწილაკებივით იქცეოდნენ, შესაბამისი პროექცია ბარიერის მეორე მხარეს უბრალოდ თითო ხაზი იქნებოდა, თუმცა რეალურად, მეორე მხარეს ასახული შედეგი აჩვენებს ხაზებს, რომლებიც ერთმანეთთან ტალღებივით ურთიერთქმედებენ: თითქოს ფოტონები ერთდროულად ორ ადგილას არიან.
თუ შრედინგერის კატის ექსპერიმენტზე გსმენიათ, ისიც შეიძლება იცოდეთ, რომ კატა ერთდროულად ორ მდგომარეობაში მხოლოდ იქამდე იმყოფება, სანამ მას არავინ აკვირდება. როგორც კი ყუთი იხსნება, ის ან ცოცხალია ან მკვდარი და არა — ორივე.
ფოტონებზეც იგივე შეიძლება ითქვას. როგორც კი სინათლის გაზომვას ან მასზე პირდაპირ დაკვირვებას ვეცდებით, სუპერპოზიცია ქრება და ფოტონიც ერთ მდგომარეობაში "იკეტება". სწორედ ეს უდევს საფუძვლად კვანტურ მექანიკას.
იგივე ექსპერიმენტი აქამდე განხორციელებული იყო ელექტრონებზე, ატომებზე და მცირე მოლეკულებზე, ახლა კი, როგორც ჩანს, სიას შეგვიძლია მასიური მოლეკულებიც მივამატოთ.
დადგინდა, რომ მძიმე, 2 000 ატომისგან შემდგარი მოლეკულებიც ტალღებივით იქცევიან და მსგავს გამოსახულებებს ქმნიან.
რაც უფრო დიდია მოლეკულა, მით უფრო ნაკლებად სტაბილურია ის, ამიტომ მეცნიერებმა მათზე დაკვირვება სპეციალური საზომი მოწყობილობით, ინტერფერომეტრით მხოლოდ 7 მილიწამის განმავლობაში შეძლეს. გათვალისწინებული იყო ისეთი ფაქტორებიც, როგორებიცაა დედამიწის ბრუნვა და გრავიტაცია.
კვანტური მექანიკა უმეტესად პატარა მასშტაბებზე შეიმჩნევა, კლასიკური ფიზიკა კი — დიდ მასშტაბზე, შესაბამსიად, რაც უფრო დიდია ორჭრილიან ექსპერიმენტში მონაწილე მოლეკულები, მით უფრო ვუახლოვდებით კვანტური და კლასიკური ფიზიკის მომიჯნავე ხაზს. მაგალითისთვის, წინა რეკორდი 800-ატომიანი მოლეკულები იყო.
"ჩვენი ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ კვანტური მექანიკა, მთელი თავისი უცნაურობის გათვალისწინებით, საოცრად მდგრადია და იმედიანად ვართ განწყობილები მომავალ ექსპერიმენტებთან დაკავშირებით, სადაც ამ მასშტაბს კიდევ უფრო გავზრდით", — აცხადებს ვენის უნივერსიტეტის წარმომადგენელი იაკოვ ფეინი.
კვლევა Nature Physics-ში გამოქვეყნდა.
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
კომენტარები