მოვუწოდებ თადუმაძეს, მისცეს პროკურორს მუშაობის საშუალება — პატარაია სექსუალური ძალადობის საქმეზე
ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია აცხადებს, რომ პროკურატურა არ ასრულებს ვალდებულებას თამთა თოდუაძის საქმეზე, რომელიც ოცნების დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ის მოუწოდებს მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს, რომ საქმის პროკურორს "მუშაობის საშუალება მისცეს".
"პროკურატურა არის სრულიად უმოქმედოდ და გაჩერებული. არსებობს საქმეში საკმარისი მტკიცებულება, რომ ბრალი წაუყენონ ადამიანს, მაგრამ ამას პროკურატურა არ აკეთებს. მე მინდა მივმართო შალვა თადუმაძეს, მისცეს მუშაობის საშუალება პროკურორს. მე დარწმუნებული ვარ, ეს საქმე წყდება მთავარი პროკურორის დონეზე და ხელოვნურად არის გაჩერებული", — განაცხადა მან.
პატარაიას თქმით, არავის მისცემენ იმის საშუალებას, რომ ეს საქმე ხელოვნურად ჩაიფარცხოს. მისივე თქმით, დღეს 7 საათზე მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქციას გამართავენ.
თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს თანამშრომელი, თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი მთავარ არხთან ყვება, რომ ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, როცა გაქცევა მოახერხა, შემდეგ ფიზიკურად იძალადა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სამი მუხლით დაიწყო.
თამთა თოდაძის დედის თქმით, ილია ჯიშკარიანის მეგობარი მასთან მივიდა და მორიგება შესთავაზა. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, მორიგების პირობა მან არ იცის, თუმცა საკითხი ბრალდების უარყოფას ეხებოდა.
თოდაძეს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მიანიჭა. როგორც მისი ადვოკატი თამუნა ლეკავა ამბობს, უწყებაში ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან. მისი განმარტებით, სტატუსის გარეშე საქმის მასალებზე წვდომა არ აქვთ. მისივე თქმით, ხვალ, 7 ოქტომბერს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებისთვის ისინი პროკურატურას წერილობით მიმართავენ.
გარდა ამისა, თამთა თოდაძე ამბობს, რომ პოლიცია სავარაუდო დანაშაულის ადგილზე რამდენიმესაათიანი დაგვიანებით მივიდა. მისივე თქმით, სავარაუდო დანაშაული დღის ოთხ საათზე მოხდა, ხოლო სამართალდამცავები ადგილზე მხოლოდ ღამის სამ საათზე მივიდნენ და ოთახი უკვე დალაგებული დახვდათ.
თამუნა თოდაძის განცხადებით, პოლიციის მოქმედებებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურასაც მიმართავენ.
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
კომენტარები