შტორმში სამი არასრულწლოვანის გადარჩენისთვის სტუდენტს სწავლა დაუფინანსეს
26 წლის მამუკა ხილაძე ბათუმის საზღვაო უნივერსიტეტის მესამე კურსზე სწავლობს, მისი მომავალი პროფესია გემის მექანიკოსია. სწავლის გადასახადის დასაფარად, რომელიც 2 200 ლარს შეადგენს, ის სხვადასხვა ადგილას მუშაობდა, მათ შორის ბათუმში - შეზლონგების გამქირავებლად და ასევე თურქეთში.
მამუკა პროფესიით მაშველი არაა, თუმცა ადამიანების დასახმარებლად მას ეს არ სჭირდება:
"არ ვარ პროფესიონალი მოცურავე, მაგრამ სიამოვნებით გავხდებოდი, რადგან როცა დასჭირდებათ ადამიანებს ჩემი დახმარება, არ გამიჭირდეს. ტალღები მიყვარს და არ მაშინებს".
სწორედ ასე მოხდა 2019 წლის 23 აგვისტოს, როდესაც მან შტორმის დროს ზღვაში შესული სამი არასრულწლოვანი წყლიდან გამოიყვანა და გადაარჩინა. ამ დღეს მამუკა On.ge-სთან იხსენებს:
"ერთ დღეს ტალღების გამო ზღვაში შესვლა აკრძალული იყო. ხალხისგან გავიგონე ხმა, ვიღაც იხრჩობაო. იმწამსვე ყველაფერი მივატოვე და შევცურე საშველად. როგორც კი ამოვიყვანე, ცოტა ხნის შუალედში მამამ დამიძახა, კიდევ ბავშვი იხრჩობაო და ისევ დაუფიქრებლად შევცურე და გამოვიყვანე. ოღონდ ეს ცოტათი გამიჭირდა სხვებთან განსხვავებით. ცოტახნის შუალედში ისევ მოხდა მესამე შემთხვევა, ისევ შევცურე და გამოვიყვანე".
მამუკას სიტყვებით, ეს პროცესი ერთ-ერთმა დამსვენებელმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა, რის შემდეგაც მას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც დაუკავშირდა, ახალგაზრდულ რეგიონალურ ცენტრში სამსახური შესთავაზა და სიგელიც გადასცა.
"ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო, რადგან არაერთხელ გამომიყვანია და გადამირჩენია ხალხი, მაგრამ ეს არასდროს გახმაურებულა. ამ ადამიანს ძალიან დიდ მადლობას ვუხდი, ყველაფერი მისით დაიწყო და მისით გამიცნო ხალხმა".
თორნიკეს თქმით, უნივერსიტეტისგან მიღებული დაფინანსება მისთვის არანაკლებ მოულოდნელი და სასიხარულო იყო.
იმის მიუხედავად, რომ თავად იმსახურებს უსაზღვრო მადლიერებას გამოჩენილი სიმამაცის და შეუფასებელი რამის, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის გამო, მამუკა გამოხმაურებისთვისა და დაფასებისთვის თავადაა მადლიერების გრძნობით სავსე.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები