რას მოიცავს ციფრული სამიტი Touch?
საერთაშორისო ციფრული სამიტი Touch-ის მეოთხე სეზონის დამსწრეებს სხვადასხვა კომპონენტებით გამდიდრებული ღონისძიება დახვდებათ.
გარდა სპიკერების საინტერესო გამოსვლებისა, რაც ტიპური ღონისძიებების მახასიათებელია, Touch-ზე, რუსთაველის თეატრში, 3 სართულზე გადანაწილებული სხვადასხვა, არაორდინალური აქტივობები იგეგმება.
თეატრის პირველ სართული კრეატიულ და ინოვაციურ სცენას ეთმობა. აქ სპიკერები მსოფლიოს წამყვანი კომპანიებიდან ისაუბრებენ საჭირო და აქტუალურ თემებზე, გაიმართება პანელური დისკუსიები და მასტერკლასები.
სცენა ძირითადად შემდეგ თემებს დაეთმობა: კონტენტის შექმნა, ფროდაქშენი, ტექნოლოგიური ბიზნესის მშენებლობა, მეწარმეობა, ეკოსისტემების მშენებლობა. ასევე, განხილული იქნება რეალური ქეისები, რომლებიც მონაცემთა კომერციალიზაციას და მანქანური სწავლების ტექნოლოგიებს შეეხება, ფინტექს და ციფრულ ბანკინგს, ასევე, საწარმოს გაციფრულების მეთოდებსა და ხელსაწყოებს.
მოცემული სივრცე ასევე იდეალური იქნება პოტენციურ მომხმარებლებთან და პარტნიორებთან პირისპირ შეხვედრებისთვის.
მეორე სართული რამდენიმე სხვადასხვა დანიშნულების სივრცეს მოიცავს: Venture Stage, ვორქშოფის სივრცეს, სტარტაპ-ექსპოს, დიზაინ ლაბორატორიას, პარტნიორების ექსპოს და მცირე კვების კორტს.
სცენაზე სტარტაპები პრეზენტაციებში შეეჯიბრებიან (Pitching Competition) და გამოვლინდება გამარჯვებული; მოცემული სივრცის ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ასევე დაესწრონ პანელურ დისკუსიებს, დასვან შეკითხვები, მიიღონ პასუხები და პირისპირ გაესაუბრონ სპიკერებს.
ვორქშოფები ოქტომბრის დასაწყისში დაანონსდება პერიოდულად და მსურველებს წინასწარი რეგისტრაციით შეეძლებათ დასწრება.
ეს 2-3 საათიანი პრაქტიკული კურსები, რომელთაც მოწვეული სპიკერები ჩაატარებენ, განკუთვნილია დეველოპერებისთვის, დიზაინერებისთვის, ბიზნესის მფლობელებისთვისა და სტუდენტებისთვის.
სტარტაპ-ექსპოზე წარმოდგენილი იქნება 50 შერჩეული სტარტაპი და მათი პროდუქცია.
დიზაინ ლაბორატორია-ღონიძიების კიდევ ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ნაწილია; ეს არის სივრცე ცნობილი ქართული კრეატიული და ციფრული სააგენტოებისთვის, რომლებიც უფასო საცდელ მომსახურებას შესთავაზებენ დამსწრეებს (ლოგოს დიზაინი, ახალი პროექტის ბრენდინგი, კონტენტის გეგმა, მარკეტინგული სტრატეგია). მსურველებს საშუალება ექნებათ მიიღონ მათთვის საჭირო მომსახურების მონახაზი და მოწონების შემთხვევაში გაცვალონ კონტაქტები შემდგომში სრული მომსახურების მისაღებად და შეკვეთის განსათავსებლად.
და ბოლოს, -1 სართული მიწისქვეშა ლაუნჯი, სადაც განთავსებული იქნება კვების ობიექტი და პერსონალური შეხვედრების სივრცე.
ძირითადი პროგრამის პარალელურად იგეგმება შემდეგი სახალისო აქტივობები:
29 ოქტომბერს, უცხოელი ვიზიტორებისთვის თბილისის ტური მოძრავი Welcome Bar-ით, 30 ოქტომბრის საღამოს - კრეატიული პროგრამა და 31 ოქტომბერს, ღონისძიების შემდგომ ჰელოუინის წვეულება, სადაც საუკეთესო კოსტიუმი გამოვლინდება.
1-3 ნოემბერს კი Touch-ის პარტნიორებისთვის, სპიკერებისთვის და Special Guest პაკეტის მფლობელთათვის იგეგმება სამდღიანი ტური ყაზბეგში, უფრო სიღრმისეული ნეთვორქინგისა და განტვირთვისთვის.
რებეკა როსი, NASA-ს წარმომადგენელი ციფრული სამიტი Touch-ის სპიკერი იქნება
საერთაშორისო ციფრული სამიტი Touch-ის ერთ-ერთი სპიკერი NASA-ს სოციალური მედიის სპეციალისტი და ფოტომასალის კოორდინატორი, რებეკა როსი იქნება.
რებეკა ისაუბრებს, თუ როგორ იყენებს NASA ფოტომასალებს ისტორიების მოსათხრობად და სოციალური მედიის მართვის თანამედროვე ტენდენციებს გაგვაცნობს.
თავისი კარიერის განმავლობაში რებეკა ქვეცნობიერად ემზადებოდა ამჟამინდელი პოზიციისთვის. მან როჩესტერის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში დოკუმენტარული ფოტოგრაფია შეისწავლა. კარიერის საწყის ეტაპზე კი ფოტოჟურნალისტად მუშაობდა, შემდგომ კი სხვადასხვა ცნობილი გამოცემის ფოტორედაქტორად.
NASA-ს ერთ-ერთი მოვალეობაა, გააზიაროს და საზოგადოებას გააცნოს თავისი კვლევები და აღმოჩენები და მოიცვას რაც შეიძლება დიდი აუდიტორია. სწორედ რებეკა როსმა შექმნა NASA-ს ინსტაგრამ გვერდი, ტვიტერი და დატვირთა ფლიკერის საიტი. მისმა მიდგომებმა გაამართლა და NASA-ს სოციალური მედიის გუნდმა Shorty Award ჯილდო მოიპოვა 2014 წელს, რაც წარმოდგენისთვის ოსკარის მიღების ტოლფასია.
ლისანდრე ფოლეტი, Nike-ის წარმომადგენელი ციფრული სამიტი Touch-ის სპიკერი იქნება
საერთაშორისო ციფრული სამიტი Touch-ის ერთ-ერთი სპიკერი Nike-ის ინოვაციური განყოფილების ინდუსტრიული დიზაინის დირექტორი, ლისანდრე ფოლეტი იქნება.
ის მანქანურ სწავლებასა და დიზაინის თანამედროვე მიმართულებებზე ისაუბრებს: თუ როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ალგორითმები და მანქანური სწავლება ადამიანის კრეატიულობის გასაძლიერებლად.
ლისანდრე მოწინავე მულტიდისციპლინარული კრეატივების გუნდს ხელმძღვანელობს, რომელთა მიზანია ფუნდამენტური ცვლილებები განახორციელონ Nike-ის ინოვაციურ დეპარტამენტში. ისინი ქმნიან თანამედროვე მოდელებს დიზაინის, ციფრული ხელოვნებისა და მეცნიერების ერთობლიობით.
“A new tool doesn't just make something easier. It allows for new previously impossible way of thinking, of living, of being”.
ლისანდრე ტექნოლოგიური სიახლეებისა და ინოვაციური ინსტუმენტების დანიშნულებას აზროვნებისა და ყოფა-ცხოვრების აქამდე წარმოუდგენელი გზების რეალიზაციაში ხედავს.
Touch - ყველა[ს] ეხება
Touch-ის ინტელექტუალური პლატფორმა თავისი მრავალფეროვანი და აქტუალური თემატიკით, მსოფლიოს წამყვანი კომპანიების სპიკერებითა და სხვადასხვა ტიპის აქტივობებით გათვლილია ყველასთვის, ვისაც თანამედროვე სამყაროში კარიერული წინსვლა და განვითარება სურს. Touch-ს გააჩნია სამოტივაციო, ინფორმატიული თუ ფრაქტიკული დატვირთვა და ამასთანავე გათვლილია ნეთვორქინგისა და განტვირთვისთვის.
Touch იდეალური სივრცეა სტარტაპებისთვის მათი პროდუქციის ფართო აუდიტორიისთვის წარსადგენად, ინვესტორებისა და პარტნიორების მოსაძიებლად.
ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე: https://touch.ge/tickets
30-31 ოქტომბერი, რუსთაველის თეატრი
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
კომენტარები