დეპუტატ ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, რომელსაც თანაშემწე თამთა თოდაძე სექსუალურ ძალადობასა და ცემაში ადანაშაულებდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. გარდა ამისა, უწყებამ თოდაძე დაზარალებულად ცნო.
დეპუტატს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს. აღნიშნული მუხლები გულისხმობს სექსუალური ხასიათის ქმედებას, ჩადენილს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ცემას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება.
პირველი მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 11-დან 15 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. მეორე მუხლი კი ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 120-დან 160 საათამდე ან შინაპატიმრობით, ვადით 6 თვიდან 1 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სექსუალური ძალადობის საქმე
ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი ყვება, რომ ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა და როცა გაქცევა მოახერხა, შემდეგ ფიზიკურად იძალადა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით დაიწყო.
გარდა ამისა, თამთა თოდაძე ამბობს, რომ პოლიცია სავარაუდო დანაშაულის ადგილზე რამდენიმესაათიანი დაგვიანებით მივიდა. მისი თქმით, სავარაუდო დანაშაული დღის ოთხ საათზე მოხდა, ხოლო სამართალდამცავები ადგილზე მხოლოდ ღამის სამ საათზე მივიდნენ და ოთახი უკვე დალაგებული დახვდათ.
თამთა თოდაძის დედის აცხადებს, რომ ილია ჯიშკარიანის მეგობარი მასთან მივიდა და მორიგება შესთავაზა. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, მორიგების პირობა მან არ იცის, თუმცა საკითხი ბრალდების უარყოფას ეხებოდა.
თოდაძის თქმით, ჯიშკარიანმა მასზე 30 სექტემბერს იძალადა, თუმცა ამ დრომდე მას დაზარალებული სტატუსი არ ჰქონდა მინიჭებული. ამის მიზეზად პროკურატურა ექსპერტიზის დასკვნის არარსებობას ასახელებდა.
6 ოქტომბერს თოდაძემ მთავარი არხის ეთერში მომხდარზე ღიად ისაუბრა, მეორე დღეს კი პროკურატურასთან მისი მხარდამჭერი აქცია გაიამართა. დღეს, 8 ოქტომბერს მისმა უფლებადამცველმა პროკურატურად დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად ისევ მიმართა, საღამოს კი ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ ილია ჯიშკარიანს ბრალი წარუდგინა და ქალი დაზარალებულად ცნო.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები