m²-მა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად დედაქალაქში დამატებით 1 ჰექტარი გაამწვანა
10 ოქტომბერს დეველოპერულმა კომპანია "m² უძრავი ქონებამ", ქალაქ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან ერთად, გამწვანების მორიგი აქციის ფარგლებში, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე, 500-მდე ხე დარგო.
აქციაში მონაწილეობდნენ m²-ს თანამშრომლები, სამშენებლო კომპანია BK Construction-ის ხელოსნები, მორაგბეები, ორგანიზაცია UN Women-ის წარმომადგენლები და ჟურნალისტები.
აქციის მონაწილეებმა ქალაქში დამატებით 1 ჰექტარი გაამწვანეს. დაირგო ატლასის ვერცხლისფერი და ჰიმალაური კედრები, ასევე რამდენიმე ფოთლოვანი ხე. მათ მოვლა- პატრონობას, m²-ის დაკვეთით, თბილისის ბოტანიკური ბაღი და ნერგების შემომტანი კომპანია "მაგნოლია" გადაიბარებს, გახარებული ხეები კი შემდგომში თბილისის მერიას გადაეცემა.
კომპანიაში ამბობენ, რომ ამ აქციაში მთავარი არა მხოლოდ ხეების დარგვა, არამედ, ექსპერტებთან ერთად, მიზნობრივად და ქალაქისთვის ფუნქციურად სწორი ჯიშების არჩევაცაა.
სწორედ ამიტომ გახდა საჭირო გამოცდილ მომწოდებლებთან და თბილისის ბოტანიკური ბაღის სპეციალისტებთან თანამშრომლობა. მათთან და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან კონსულტაციის შედეგად, შეირჩა შესაფერისი ხეების ჯიშებიც და გასამწვანებელი ლოკაციაც.
მიმდინარე აქცია მთაწმინდის ფერდობის გამწვანების პროექტის ერთგვარი გაგრძელებაა. m²-ის მიერ განხორციელებული უდიდესი გამწვანების აქცია 2017 წელს, მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურებული 26 000 კვ.მ ტერიტორიის აღდგენაა. კომპანიამ სრულად უზრუნველყო ხანძრისგან დაზიანებული ლანდშაფტის რეაბილიტაცია, მწვანე საფარის აღდგენა და შემდგომი მოვლა-პატრონობა. ამ დროისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე ხარობს რვა სახეობის 3000 მცენარე, გამართულია სარწყავი სისტემა, პერიოდულად ხორციელდება დაზიანებული მცენარეების ჩანაცვლება, მიწის გაფხვიერება, მინერალური სასუქის დამატება და მორწყვა. უახლოეს მომავალში კომპანია, ქალაქის მაშტაბით, 10 ჰექტარის გამწვანებას გეგმავს.
"აღნიშნულ გამწვანების აქციაში m²-ის მთელი გუნდი და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები დიდი მონდომებით ჩავერთეთ, შემოგვიერთდა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურიც და ახლა უკვე ერთობლივი ძალისხმევით ვაგრძელებთ პროცესს. ხეების დარგვის შემდგომ განვახორციელებთ სავეგეტაციო პერიოდის მონიტორინგსაც და, საჭიროების შემთხვევაში, დაზიანებული ხეების ჩანაცვლებასაც უზრუნველვყოფთ. საბოლოოდ, თბილისის მერიას, სრულად დასრულებულ გამწვანებული ტერიტორიას გადავცემთ", - ამბობს ნინო რუხაძე, m²-ის გენერალური დირექტორის მოადგილე საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები