მოსამართლემ ილია ჯიშკარიანს 10 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა და აკრძალვები დაუწესა
სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებულ ილია ჯიშკარიანს სასამართლომ 10 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. მასვე საქმეზე დაკითხულ მოწმეებთან ნებართვის გარეშე კომუნიკაცია და დაზარალებულ თამთა თოდაძესთან მიახლოება აეკრძალა.
"იმის მიუხედავად, რომ პროკურორმა აღნიშნა, რომ არსებობდა მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, გირაო მოითხოვა... ამის შესახებ მე პასუხი ვერ მივიღე", — განაცხადა დაზარალებულის ადვოკატმა.
მისი თქმით, შეუძლებელია იმის კონტროლი ექნება თუ არა კომუნიკაცია ილია ჯიშკარიანს მოწმეებთან და ექნებათ თუა არა ზეწოლა მათზე.
"აბსურდულ სიტუაციაში აღმოვჩნდით რადგან დამატებით ღონისძიებად შეფარდებული აქვს ილია ჯიშკარიანს მოწმეებთან ნებართვის გარეშე კომუნიკაცია. როგორ წარმოგიდგენიათ ერთ სამსახურში დასაქმებული პირებისთვის კომუნიკაციის ნებართვა რამდენჯერ უნდა გასცეს პროკურატურამ, ან ჩვენ როგორ უნდა ვაკონტროლოთ ის მოახდენს თუ არა ზეწოლას სხვა მოწმეებზე. ეს აღკვეთი ღონისძიება არ იქნება შემაკავებელი", — განაცხადა მან.
საქმის განხილვა სასამართლოში 18 ნოემბერს გაგრძელდება.
სექსუალური ძალადობის საქმე
ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი ყვება, რომ ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა და როცა გაქცევა მოახერხა, შემდეგ ფიზიკურად იძალადა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით დაიწყო.
გარდა ამისა, თამთა თოდაძე ამბობს, რომ პოლიცია სავარაუდო დანაშაულის ადგილზე რამდენიმესაათიანი დაგვიანებით მივიდა. მისი თქმით, სავარაუდო დანაშაული დღის ოთხ საათზე მოხდა, ხოლო სამართალდამცავები ადგილზე მხოლოდ ღამის სამ საათზე მივიდნენ და ოთახი უკვე დალაგებული დახვდათ.
თამთა თოდაძის დედა აცხადებს, რომ ილია ჯიშკარიანის მეგობარი მასთან მივიდა და მორიგება შესთავაზა. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, მორიგების პირობა მან არ იცის, თუმცა საკითხი ბრალდების უარყოფას ეხებოდა.
თოდაძის თქმთ, ჯიშკარიანმა მასზე 30 სექტემბერს იძალადა, თუმცა ამ დრომდე მას დაზარალებული სტატუსი არ ჰქონდა მინიჭებული. ამის მიზეზად პროკურატურა ექსპერტიზის დასკვნის არარსებობას ასახელებდა.
6 ოქტომბერს თოდაძემ მთავარი არხის ეთერში მომხდარზე ღიად ისაუბრა, მეორე დღეს კი პროკურატურასთან მისი მხარდამჭერი აქცია გაიამართა. 8 ოქტომბერს მისმა უფლებადამცველმა პროკურატურას დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად ისევ მიმართა, საღამოს კი ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ ილია ჯიშკარიანს ბრალი წარუდგინა და ქალი დაზარალებულად ცნო.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები