მოსამართლე კაკაბაძემ ფადი ასლის იმ სიტყვებისთვის უჩივლა, რომელიც მას ნათქვამი არ ჰქონდა
სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძემ ბიზნესმენ ფადი ასლი იმ სიტყვებისთვის უჩივლა, რომელიც ბიზნესმენს ნათქვამი არ ჰქონდა. ფადი ასლისთან სასამართლო დავაზე კაკაბაძემ 10 ოქტომბერს პარლამენტში ისაუბრა, სადაც მას, როგორც უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატს უსმენენ.
ევროპული საქართველოს დეპუტატმა, ოთო კახიძემ ჰკითხა მოსამართლეს, რატომ იჩივლა მან იმ სიტყვებისთვის, რომელიც ბიზნესმენს არ ეკუთვნოდა. დეპუტატმა რამდენიმე ფრაზაც წაიკითხა.
"მე როგორც აღვიქვი ეს ტელეინტერივიუები, მათ შორის პრესით გავრცელებული მასალა, ყოველ შემთხვევაში, ჩემს აღქმაში ეს გახლდათ მისი სიტყვები. თუმცა სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ეს იყო ჟურნალისტის გამონათქვამები", — განმარტა მოსამართლემ.
კაკაბაძის სიტყვებს, დეპუტატ ირაკლი აბესაძის რეპლიკა მოჰყვა:
"ასე ნაჩქარევად მოამზადეთ სარჩელი, რომ არ გადაამოწმეთ რას იცავდით?"
ამაზე მოსამართლემ კიდევ რთხელ უპასუხა, რომ მის აღქმაში ეს "მოპასუხის მიერ დასახელებული ფაქტები იყო".
2017 წელს მოსამართლემ სარჩელი აღძრა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა მას კორუმპირებული უწოდა. თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლემ მოიგო დავა, თუმცა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და უარი უთხრა მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ვლადიმერ კაკაბაძე სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის უვადო მოსამართლეა. 2006-2016 წლებში იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო.
კანდიდატს განხილული აქვს ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფილიპ მორისის საქმე. მოსარჩელე "თბილისის თამბაქო" ითხოვდა კომპანია ფილიპ მორისის მიერ დემპინგით მიყენებული დიდი ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურებას. მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძემ სრულად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და, შესაბამისად, სრულად დააკმაყოფილა მისი მოთხოვნები. ვლადიმერ კაკაბაძემ მოპასუხეებს, საერთო ჯამში, დაახლოებით, 92 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
კომენტარები