რატომ აკრიტიკებენ ცნობილი მწერლები ნობელის პრემიის წლევანდელ გადაწყვეტილებას?
10 ოქტომბერს ერთდროულად გამოვლინდა 2018 და 2019 წლების ნობელის პრემიის გამარჯვებულები ლიტერატურის დარგში - ოლგა ტოკარჩუკი და პეტერ ჰანდკე. ამ უკანასკნელის გამარჯვებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა მთელ მსოფლიოში. მაგალითად, ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტვიტერზე დაპოსტა, რომ "გენოციდის უარმყოფლის" ასეთი გავლენიანი პრიზით დაჯილდოება სამარცხვინო იყო.
თუ რამ გამოიწვია მსგავსი შეფასებები, ახლავე გიამბობთ.
პეტერ ჰანდკე თანამედროვე ლიტერატურულ სამყაროში საკმაოდ დაფასებულია თავისი რომანებით, პიესებითა თუ ლექსებით, თუმცა მას ასეთივე "წარმატებით" იცნობენ თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო. კონკრეტულად, ჰანდკეს არაერთხელ დაუფიქსირებია თავისი აზრი 90-იან წლებში იუგოსლავიაში მიმდინარე სისხლიანი დაპირისპირების შესახებ და ის ხშირად უარყოფდა სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის სახელით ცნობილ მოვლენას, როცა ათასობით მუსლიმი ბოსნიელი მოკლეს.
თუმცა მხოლოდ ეს არ არის: ის სერბეთის ომის საერთაშორისოდ აღიარებული კრიმინალის, სლობოდან მილოშევიჩის დასაფლავებაზე სიტყვით საჯაროდ გამოვიდა.
სანამ ნობელის პრემიის ლაურეატი გახდებოდა, მანამდე 20 წლით ადრე მწერალმა სალმან რუშდიმ არგუნა პეტერ ჰანდკეს "საპატიო" ტიტული: 1999 წელს წარმოშობით ინდოელმა ავტორმა წლის საუკეთესო საერთაშორისო იდიოტების სია გამოაქვეყნა, რომელშიც პეტერ ჰანდკეს მეორე ადგილი არგუნა "სლობოდან მილოშევიჩის გენოციდური რეჟიმის მგზნებარე ქებისთვის". სულ ცოტა ხნის წინ ამ ავსტრიელი მწერლისთვის ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის გადაცემასთან დაკავშირებით რუშდის კვლავ ჰკითხეს აზრი, რაზეც ასე უპასუხა: "ახალს ვერაფერს დავამატებ, თუმცა კვლავ იმავე აზრზე ვარ."
ამ ფაქტს გამოეხმაურა ბრიტანელი მწერალი, ჰარი კუნზრუც, რომელიც უნივერსიტეტში სტუდენტებს სწორედ ნობელის ლაურეატების ნაწარმოებებს ასწავლის: "ჰანდკე კარგი მწერალია, რომლის დიდებული გამჭრიახობა და გამაოგნებელი ეთიკური სიბრმავე ერთმანეთშია შერწყმული."
პიტერ ჰანდკესთვის ნობელის პრემიის გადაცემა უყურადღებოდ არ დატოვა თანამედროვეობის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა სლოვენიელმა ფილოსოფოსმა, სლავოი ჟიჟეკმა: "2014 წელს ჰანდკემ თავად მოუწოდა ნობელის კომიტეტს, რომ შეეწყვიტა ფუნქციონირება, რადგან ეს პრემია "ლიტერატურაში სიყალბის კანონიზაციას" ემსახურებოდა. ფაქტი, რომ ახლა მასაც აქვს ეს პრემია მიღებული, მისი სიტყვების სიმართლეს ადასტურებს."
ამ ფაქტზე კომენტარი გააკეთა სლოვენიელმა მწერალმა მიჰა მაზინიმაც: "ზოგიერთი ხელოვანი თავის სულს და პატიოსნებას ყიდის იდეოლოგიის გამო (ჰამსუნი და ნაციზმი), ზოგიერთი სიძულვილის გამო (სელინი და ცოფიანი ანტისემიტიზმი), ზოგიც ფულისა და ძალაუფლების გამო (კუსტურიცა), მაგრამ ყველაზე უჩვეულო მაინც მილოშევიჩის რეჟიმის მიმართ ჰანდკეს გულუბრყვილობაა."
ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილება შეუმჩნეველი არ დარჩენია ლიტერატურისა და ადამიანთა უფლებების დაცვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და გავლენიან ორგანიზაციას Pen America, რომლის პრეზიდენტიც ცნობილი ამერიკელი მწერალი, ჯენიფერ იგანია: "თავზარდაცემულები ვართ იმ მწერალზე არჩევანის შეჩერებით, რომელმაც თავისი საჯარო ხმა ისტორიული სინამდვილის დამახინჯებისთვისა და გენოციდის ისეთი დამნაშავის მხარდასაჭერად გამოიყენა, როგორიც სლობოდან მილოშევიჩია. ნაციონალიზმის, ავტორიტარული მმართველობისა და ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაციის ეპოქაში ლიტერატურული სამყარო ამაზე უკეთესს იმსახურებს."
შვედეთის აკადემია იმისთვისაც გააკრიტიკეს, რომ ის უპირატესობას კვლავ ძირითადად ევროპელ მწერლებს და მათ შორის უმეტესად კაც ავტორებს ანიჭებს. წელს გამოცხადებული ორი ლაურეატიდან ოლგა ტოკარჩუკი პოლონელი მწერალია, ჰანდკე კი ავსტრიელი. თანაც 120 წლის ისტორიის მქონე პრემიას მხოლოდ 15 მწერალი ქალი ლაურეატი ჰყავს.
2018 წლის სკანდალის შემდეგ, როცა ნობელის კომიტეტთან დაახლოებული პირი, ჟან კლოდ არნო თვრამეტმა ქალმა ამხილა სექსუალურ შევიწროებაში და ამის გამო შარშან პრემია არ გაიცა, წლევანდელი გადაწყვეტილებით შვედეთის აკადემია კვლავ კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
კომენტარები