EMC: ადიგენში მუსლიმი გლეხების მიწები საპატრიარქოს უკანონოდ გადასცეს
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ამბობს, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტში, კიკიბოსა და დერცელში ქართველი მუსლიმი გლეხების მიწები მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო უკანონოდ გადასცეს.
როგორც EMC განმარტავს, ადგილობრივმა მოსახლეობამ 2018 წლის ბოლოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მათი ოჯახებისთვის 1990 და 2000-იან წლებში სახელმწიფოს მიერ გადაცემული ნაკვეთების რეგისტრაციისთვის მიმართეს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 2018 წლის ოქტომბრიდან ეს მიწები, დაახლოებით 7 ჰექტარი, საპატრიარქოს საკუთრებაშია და მონასტრის მშენებლობაა დაწყებული.
"ამ პროცესში სახელმწიფომ სრულიად უგულებელყო ის ფაქტი, რომ ამ უძრავი ქონების მიმართ ადგილობრივ მოსახლეობას გააჩნდა სასიცოცხლო ეკონომიკური და სოციალური ინტერესი და საკუთრების უფლების ან/და მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი კანონით განსაზღვრული დოკუმენტები. სსიპ სახელმწიფო ქონების სააგენტომ დაარღვია კანონის მოთხოვნა და ნაკვეთები საპატრიარქოს დაინტერესებული პირების მონაწილეობის გარეშე გადასცა", — ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.
როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, მუსლიმი მოსახლეობა მონასტრის მშენებლობის წინააღმდეგი არაა და მზად არიან მიწის ნაკვეთიდან ერთი ჰექტარი ეკლესიას გადასცენ და თავადაც მიიღონ მშენებლობაში მონაწილეობა. EMC-ის განცხადებით, პრობლემის მოგვარება ვერც ერთმა სახელისუფლებო რგოლმა, მათ შორის ვერ რელიგიის საკითხთა სააგენტომ ვერ მოახერხა:
"სადავო მიწის ნაკვეთს ადგილობრივი ოჯახებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მრავალსულიანი ოჯახები თავს მესაქონლეობით ირჩენენ და საძოვრად ისინი სოფლის ამ ძირითად მიწის რესურსს იყენებდნენ. სოფლების რთული გეოგრაფიული მდებარეობისა და ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით, მოსახლეობა განიცდის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სიმწირეს".
EMC ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის სახელით, სახელმწიფო საკუთრებაში სადავო უძრავი ქონების ეკლესიისათვის გადაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს სასამართლოში ასაჩივრებს და იმედოვნებს, სასამართლო შეაფასებს სადავო აქტების უკანონობას და სოფლის მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესების კანონის შესაბამის დაცვას უზრუნველყოფს.
-
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
კომენტარები