იაპონიაში მონსტრად წოდებული ტაიფუნი ჰაგიბისი მძვინვარებს. მოსალოდნელია, რომ ის ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტაიფუნი იყოს. მოსახლეობა გაფრთხილებულია არ დატოვოს საცხოვრებელი სახლები. თუმცა, იაპონიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ამჯერად შეიძლება დაზარალდეს ის ადგილებიც კი, რომელიც ტაიფუნისგან კარგად არის დაცული.

BBC-ის ინფორმაციით, სხვადასხვა რეგიონებიდან, მომატებული საფრთხის გამო 7 მილიონზე მეტ ადამიანია ევაკუირებული.

"მზად იყავით ისეთი წვიმებისთვის, რომელიც არასდროს გინახავთ", — ასე მიმართა მეტეოროლოგიური სააგენტოს წარმომადგენელმა საზოგადოებას.

DW-ს ინფორმაციით, ტაიფუნის შედეგად უკვე გარდაიცვალა ერთი ადამიანი, რომლის მანქანაც ქარმა გადაატრიალა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ქარი აქცევს სატვირთო მანქანებს, გლეჯს ხეებსა და სახურავებს.

როგორც RT წერს, რამდენიმე საათის წინ იაპონიის ერთ-ერთი კუნძულის ჰონიუს მიმდებარედ 5,7 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. ამერიკის გეოლოგიური სამსახურის ინორმაციით, მიწისძვრა ცუნამს არ გამოიწვევს.

სოციალურ ქსელში მომხმარებლების ნაწილი წერს, რომ ძლიერი ქარის გამო საფრთხისშემცველია შენობებში ყოფნაც.

ტაიფუნის გამო გადაიდო რაგბის მსოფლიო თასის ორი მატჩი: ინგლისი-საფრანგეთი და ახალი ზელანდია-იტალია.

იაპონიაში დაცარიელებულია მაღაზიიების დახლები. სიცარიელეა ქუჩებშიც.

ფოტო: AFP

ფოტო: Cameron Spencer / Getty Images

ფოტო: Odd Andersen / AFP

The Guardian-ის ინფორმაციით, ტაიფუნი ჰაგიბის სიგანე 1 400 კილომეტრია და 162 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. მას ადარებენ 1958 წელს მომხდარ ტაიფუნს, რომელმაც 1 200 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ფოტო: Kyodo News / AP

ფოტო: Xinhua / Deng Min via Global Look Press

ფოტო: Reuters / Kyodo

ფოტო: T. Hanai / AP

საქართველოს საელჩო იაპონიაში იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს უსაფრთხოების ნორმების დაცვისაკენ მოუწოდებს. საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი შეიკავონ 12-13 ოქტომბერს გარეთ გასვლისგან. საჭიროების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: +81 70 3180 5601.